დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.107.016477 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, ასევე საკულტო შენობა-ნაგებობებზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე, ეკლესიებზე და მონასტრებზე), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე.
|
| მუხლი 2 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართით განსაზღვრულ ადგილებზე.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი).
|
| მუხლი 4 |
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე.
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
|
| მუხლი 6 |
გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია.
|
| მუხლი 7 |
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა.
|
| მუხლი 8 |
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
|
| მუხლი 9 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 2 სექტემბრის №17 დადგენილება.
|
| მუხლი 10 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის საარჩევნო პლაკატების გასაკრავად გამოყოფილი ადგილების ჩამონათვალი
|
1. ქ. ჩხოროწყუ/ორი ადგილი/, სამუსიკო სკოლის მიმდებარედ (დ. აღმაშენებლის ქ. №4), ყოფილი უნივერმაღის გვერდით მოსაცდელთან (ჭავჭავაძის ქ.).
2. ქ. ჩხოროწყუს საარჩევნო უბანი/ერთი ადგილი/, ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ (კ. გამსახურდიას ქ.). 3. გარახა/ერთი ადგილი/, გარახის უბნის ცენტრში ყოფილი შერეული მაღაზიის მიმდებარედ (ჯანაშიას ქ.). 4. ახუთი/ერთი ადგილი/, ახუთის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ახუთის 1-ლი ქუჩა). 5. მონგირი/ერთი ადგილი/, სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ. ახუთის მე-18 ქ.). 6. ზუმი/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ. ზუმის მე-4 ქ.). 7. თაია/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში მდებარე მოსაცდელის მიმდებარედ (სოფ. თაიას მე-15 ქ.). 8. კირცხი/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში სავაჭრო ობიექტის მიმდებარედ (სოფ. კირცხის 22-ე ქ.). 9. სარაქონი/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში სპორტული მოედნის მიმდებარედ (სოფ. კირცხის მე-3 ქ.). 10. ლესიჭინე/ერთი ადგილი/, ყოფილი მეურნეობის კულტურის სახლის მიმდებარედ სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 43-ე ქ.). 11. ლესიჭინე/ორი ადგილი/, სოფლის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 1-ლი ქ.). საუბნო საავადმყოფოს ტერიტორიის მიმდებარედ. 12. II ლესიჭინე/ერთი ადგილი/, №3 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს მე-19 ქ.). 13. ოჩხომური/ერთი ადგილი/, ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ლესიჭინეს 47-ე ქ.). 14. ლეწურწუმის საარჩევნო უბანი/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (ალ. პერტაიას ქ.). 15. მუხური/ერთი ადგილი/, სოფლის ცენტრში სკვერის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. მუხურის მე-17 ქ.) 16. ლეგახარე/ერთი ადგილი/, მუხურის №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. მუხურის მე-17ქ.). 17. ნაკიანი/ერთი ადგილი/, ყოფილი მეურნეობის კანტორის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაკიანის 1-ლი ქ.). 18. ნაფიჩხოვო/ერთი ადგილი/, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს 1-ლი ქ.). 19. ლედარსალე/ერთი ადგილი/, ნაფიჩხოვოს №2 არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს მე-17 ქ.). 20. ხანწკი/ერთი ადგილი/, ნაფიჩხოვოს არასრული საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ნაფიჩხოვოს მე-9 ქ.). 21. ქვედაჩხოროწყუ/ერთი ადგილი/, საექიმო უბნის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ქვედაჩხოროწყუს 1-ლი ქ.). 22. პირველი ჭოღა/ერთი ადგილი/, საბავშვო ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ჭოღის მე-16 ქ.). 23. მეორე ჭოღა/ერთი ადგილი/, ყოფილი მეურნეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ჭოღის მე-8 ქ.). 24. ხაბუმე/ერთი ადგილი/, ყოფილი უნივერმაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმე 37-ე ქ.). 25. ხაბუმი/ერთი ადგილი/, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმე 1-ლი ქ.). 26. ჯუმითი/ერთი ადგილი/, ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ტერიტორია (სოფ. ხაბუმე 46-ე ქ.). 27. ქ. ჩხოროწყუ/ორი ადგილი/, ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია (დ. აღმაშენებლის ქ.) საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე (დ. აღმაშენებლის ქ.).
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები