დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.025226 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ მე-6 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „ბ1“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) წარმოებულ იქნენ ამ რეგლამენტის მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყანაში, რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან და ექსპორტი განხორციელდა იმ ქვეყნიდან, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ დანართში ან უცნობია ექსპორტის ქვეყანა. ამასთან, აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს და ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ გაცემული დასკვნით; გ) აკმაყოფილებენ მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნით.“. 2. მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთ წლამდე ავტომობილებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის მარკა, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, ამასთანავე, გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. აშშ-ში ან აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტისა და წარმოების ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი). 21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთი წლისა და მეტი ასაკის ავტომობილებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა ახლდეს სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტისა და წარმოების ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი). 3. იმ ექსპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, რომლებიც არაა მითითებული ამავე რეგლამენტის მე-6 დანართში, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი და ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი). 31. ამ რეგლამენტის მე-6 დანართით განსაზღვრული ქვეყნებიდან ექსპორტირებული ან მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყანაში წარმოებული ავტომობილის, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნული დანართის მოთხოვნებს, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს და წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ინდივიდუალური ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს მწარმოებლის მიერ ინდივიდუალურ ავტომობილზე გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. აშშ-ში ან აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი). 4. ამ მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს სააგენტო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში და მიმართვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გასცემს შესაბამის დასკვნას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები