„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.025228
336
07/08/2025
ვებგვერდი, 08/08/2025
340170000.10.003.025228
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №336

2025 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022037) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

უ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბატარეებისა და აკუმულატორების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – მგვ-ის რეესტრი), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სააგენტო. მგვ-ის რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო ვალდებულია, შექმნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების შეგროვების, მათი საქართველოში დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახებ.

5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე), სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის  (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში, ვალდებულია, შექმნას მგვ-ის ინდივიდუალური სქემა და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სააგენტოს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“;

ბ) მე-4 პუნქტის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სააგენტოს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ-ის ორგანიზაციის მუშაობის, ბაზარზე განთავსებული ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობის, რეციკლირებული და აღდგენილი ბატარეებისა და აკუმულატორების რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;“;

ბ.ბ) „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სააგენტოში წარდგენილი მონაცემების სისწორე;“.

5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია

1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ-ის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სააგენტოსგან, რისთვისაც მწარმოებლები ვალდებული არიან, შექმნან მგვ-ის ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სააგენტოს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ  III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

2. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია, 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. სააგენტო ვალდებულია, ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი (3) თვის ვადაში განაცხადის შეტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენის დღიდან.

3. გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში.

4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი (6) თვით ადრე, სააგენტოში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ III-ით განსაზღვრულ ინფორმაციას.

5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს შესათანხმებლად, ყოველწლიურად, წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტსა და გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებსა და შესაბამის ხარჯებს. ასევე, სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება მგვ-ის სხვა ორგანიზაციებთან ერთად.  სამოქმედო გეგმა სააგენტოს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის პირველ ნოემბრამდე. სააგენტო 30 დღის ვადაში განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით.

6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სააგენტოსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. ანგარიში სააგენტოს უნდა წარედგინოს საანგარიშო  წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე.

7. სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მგვ-ის ორგანიზაციამ მიმართა სააგენტოს ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით;

ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები;

გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლები;

დ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას;

ე) სააგენტოს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ:

ე.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/დოკუმენტაციის საფუძველზე;

ე.ბ) მგვ-ის შესაბამისობის სქემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.“.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. სააგენტოს უფლებამოსილება

სააგენტო უფლებამოსილია, მგვ-ის შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით:

ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად;

ბ) შექმნას და აწარმოოს შესაბამისი ნარჩენების მონაცემთა ბაზები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენის რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ (ბატარეებისა და აკუმულატორების დამზადების დროს გამოყენებული კომპონენტების სახიფათოობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით). ამ თვალსაზრისით, სააგენტო უფლებამოსილია:

ბ.ა) შეამოწმოს წარდგენილი მონაცემების სისწორე;

ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ-ის ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად;

დ) ითანამშომლოს მგვ-ის ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განსახორციელების მიზნით;

ე) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

ვ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები წინა წელს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ;

ზ) მოამზადოს ან დაუკვეთოს ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული კვლევები და ანგარიშები, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო პროგრამებსა და კვლევებში.“.

7. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მგვ-ის ორგანიზაცია სამინისტროსთან, სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით ატარებს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მომხმარებლებისთვის, შემდეგ საკითხებზე:

ა) ბატარეებსა და აკუმულატორებში გამოყენებული ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე;

ბ)  ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების  სეპარირებულ შეგროვებაში მონაწილეობის აუცილებლობა, მათი დამუშავებისა და რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით;

გ) მგვ-ის ორგანიზაციები და ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვაში (შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, რეციკლირება) ჩართული კომპანიები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები;

დ) მომხმარებლების როლი ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების რეციკლირების ხელშეწყობაში;

ე) ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ით განსაზღვრული სიმბოლოსა და ქიმიური სახელწოდებების − Hg, Cd და Pb-ის მნიშვნელობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე