დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 339 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.025231 |
|
„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022038) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საბურავების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე, დარეგისტრირდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ელექტრონულ რეესტრში (შემდგომში – მგვ-ის რეესტრი), რომელსაც ადმინისტრირებას უწევს სააგენტო. მგვ-ის რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო ვალდებულია, შექმნას და აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელშიც აღირიცხება ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია საბურავების ნარჩენების შეგროვების, მათი საქართველოში დამუშავებისა და ქვეყნიდან ექსპორტის შესახებ. 5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული საბურავების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ.“. 3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ის მწარმოებელი, რომელიც არ გაწევრიანდება მწარმოებლების გაერთიანების შედეგად შექმნილ მგვ-ის ორგანიზაციაში, ვალდებულია, შექმნას მგვ-ის ინდივიდუალური სქემა და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად.“. 4. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სააგენტოს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული საბურავების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით, ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“; ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სააგენტოს მიაწოდოს მონაცემები, ინფორმაცია და ანგარიშები მგვ-ის შესაბამისობის სქემების მუშაობის, ბაზარზე განთავსებული საბურავების რაოდენობის, რეციკლირებული და აღდგენილი საბურავების რაოდენობისა და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის შესახებ;“; გ) მე-4 პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.ბ) ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ შეგროვებული და სააგენტოში წარდგენილი მონაცემების სისწორე;“. 5. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია 1. საქმიანობის დაწყებამდე მგვ-ის ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ავტორიზაცია სააგენტოსგან, რისთვისაც მწარმოებლები ვალდებულნი არიან, შექმნან მგვ-ის ორგანიზაცია ინდივიდუალურად ან სხვა მწარმოებლებთან ერთობლივად და სააგენტოს წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის მისაღებად როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ით განსაზღვრულ ინფორმაციას. 2. სააგენტო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ განაცხადს და ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უფლებამოსილია, 30 დღის ვადაში მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. სააგენტო ვალდებულია, ავტორიზაციის გადაწყვეტილება მიიღოს სამი (3) თვის ვადაში განაცხადის შეტანის დღიდან ან დამატებითი ინფორმაციის წარდგენის დღიდან. 3. გადაწყვეტილება მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაციის შესახებ ძალაშია ექვსი (6) წლის განმავლობაში. 4. მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სულ მცირე, ექვსი (6) თვით ადრე, სააგენტოში შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის გაგრძელების თაობაზე. ეს განაცხადი უნდა შეიცავდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ით განსაზღვრულ ინფორმაციას. 5. ავტორიზაციის მიღების შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოს შესათანხმებლად ყოველწლიურად წარუდგინოს მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს საბურავების ნარჩენების მართვის ღონისძიებების ბიუჯეტსა და გეგმას. სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ღონისძიებებს, მათ მიზნებს, განხორციელების საშუალებებს, ვადებსა და შესაბამის ხარჯებს. ასევე სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კონკრეტული ღონისძიებები, მათი მიზნები, განხორციელების საშუალებები, ვადები და შესაბამისი ხარჯები. სამოქმედო გეგმის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების ერთობლივი კამპანიების ჩატარება მგვ-ის სხვა ორგანიზაციებთან ერთად. სამოქმედო გეგმა სააგენტოს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის წინა კალენდარული წლის 1 ნოემბრამდე. სააგენტო 30 დღის ვადაში განიხილავს და შეითანხმებს სამოქმედო გეგმას ან დაუბრუნებს წარმდგენს შენიშვნებით. 6. ავტორიზაციის მიღებისა და საქმიანობის დაწყებიდან ყოველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მგვ-ის ორგანიზაცია ვალდებულია, სააგენტოს შესაფასებლად წარუდგინოს საქმიანობის დეტალური წლიური ანგარიში სააგენტოსთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ანგარიშს უნდა ერთოდეს დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნა. ანგარიში სააგენტოს უნდა წარედგინოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე. 7. სააგენტო უფლებამოსილია, გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია იმ შემთხვევაში, თუ: ა) მგვ-ის ორგანიზაციამ მიმართა სააგენტოს ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით; ბ) არ სრულდება ავტორიზაციის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობები; გ) ავტორიზაციის მიღებიდან მე-3 წელს არ იქნა მიღწეული ნარჩენების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლები; დ) ადგილი აქვს ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობას; ე) სააგენტოს აქვს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ: ე.ა) ავტორიზაცია მოხდა ყალბი/არასწორი მონაცემების/დოკუმენტაციის საფუძველზე; ე.ბ) მგვ-ის შესაბამისობის სქემა გაუმართავია და ვერ უზრუნველყოფს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. მუხლი 12. სააგენტოს უფლებამოსილება სააგენტო უფლებამოსილია მგვ-ის შესაბამისობის სქემების ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით: ა) შექმნას და აწარმოოს ელექტრონული რეესტრი, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის შესაბამისად; ბ) შექმნას და აწარმოოს საბურავების ნარჩენების მონაცემთა ბაზები, რომლებიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქვეყანაში საბურავების ნარჩენების რაოდენობის, მახასიათებლებისა და დინამიკის შესახებ (საბურავების დამზადების დროს გამოყენებული კომპონენტების სახიფათოობის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით). ამ თვალსაზრისით, სააგენტო უფლებამოსილია: ბ.ა) შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სისწორე; ბ.ბ) შეაგროვოს და დაამუშაოს დამატებითი ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) მიანიჭოს და გაუგრძელოს ავტორიზაცია მგვ-ის ორგანიზაციებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) ითანამშრომლოს მგვ-ის ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელების მიზნით; ე) გააუქმოს მგვ-ის ორგანიზაციის ავტორიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად; ვ) ყოველი წლის 31 მაისამდე მოამზადოს და სააგენტოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში/ანგარიშები წინა წელს საბურავის ნარჩენების მართვაში მიღწეული შედეგების შესახებ.“. 6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მგვ-ის ორგანიზაცია სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით ატარებს საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მომხმარებლებისთვის, შემდეგ საკითხებზე: ა) საბურავებში გამოყენებული და საბურავების ნარჩენებში არსებული ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; ბ) გამოყენებული საბურავების უკონტროლოდ განთავსების დაუშვებლობა და მათ სეპარირებულ შეგროვებაში მონაწილეობის აუცილებლობა, მათი დამუშავებისა და რეციკლირების ხელშეწყობის მიზნით; გ) მგვ-ის ორგანიზაციები და საბურავების ნარჩენების მართვაში (შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, აღდგენა, რეციკლირება) ჩართული კომპანიები, მათი ფუნქციები და ვალდებულებები; დ) მომხმარებლების როლი გამოყენებული საბურავების ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობაში.“. 7. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია/ დოკუმენტაცია, შემოწმების მიზნით, ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოსთვის.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები