დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/6/1838
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.043890
2/6/1838
25/07/2025
ვებგვერდი, 08/08/2025
000000000.00.000.043890
დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის

საოქმო ჩანაწერი №2/6/1838

2025 წლის 25 ივლისი

ქ. ბათუმი

 

 

 


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე სხდომის თავმჯდომარე ;

ირინე იმერლიშვილი წევრი ;

თეიმურაზ ტუღუში წევრი , მომხსენებელი მოსამართლე .

სხდომის მდივანი : სოფია კობახიძე .

საქმის დასახელება : დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით ; ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით .“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) და მავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით .“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით .

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით ( რეგისტრაციის №1838) მომართა დავით ნებიერიძემ . №1838 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 9 სექტემბერს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა , ზეპირი მოსმენის გარეშე , გაიმართა 2025 წლის 25 ივლისს .

2. №1838 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის პირველი პუნქტი და მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის ქვეპუნქტი ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი , 31- მუხლი , 311 მუხლი და 39- მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი .

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილი (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისთვის , რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა - გინებას , მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას , რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს და განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სანქციას ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით . ამავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილი (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის , სამხედრო მოსამსახურის , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის , აღსრულების პოლიციელის , სპეციალური პენიტენციური სამსახურის , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის , ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან / და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისთვის ( გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა ) და განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სანქციას - ჯარიმას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით .

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , დაუშვებელია ადამიანის წამება , არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება . საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება , ხოლო ამავე მუხლის მე -5 პუნქტით განსაზღვრულია ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები , ფორმა და წესი . საქართველოს კონსტიტუციის 21- მუხლის პირველი პუნქტით კი გარანტირებულია, წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების თავისუფლება .

5. №1838 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილების საფუძველზე , მოსარჩელე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღე - ღამის ვადით . საერთო სასამართლომ დაადგინა , რომ მოსარჩელე  სხვა პირებთან ერთად  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე , საზოგადოებრივ ადგილზე უცენზურო ლანძღვა - გინებით არღვევდა წესრიგს , აგრეთვე , არ ემორჩილებოდა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას , გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან და არ შეეფერხებინა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა .

6. მოსარჩელე მხარემ მიუთითა   რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ლანძღვა - გინება , რა შინაარსისაც არ უნდა იყოს იგი , ქმნის შემთხვევის ადგილზე მოხვედრილი მოქალაქეების შეწუხების საფრთხეს და , ამ თვალსაზრისით   სახელმწიფოს აქვს ქმედების სანქცირების ინტერესი , თუმცა მოსარჩელის აზრით , ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ , როდესაც არსებობს ამის მწვავე სოციალური აუცილებლობა , რაც გამოწვეულია ჩადენილი ქმედების სიმძიმით , სამართალდამრღვევის პიროვნული მახასიათებლებითა და დასაცავი ლეგიტიმური მიზნისათვის მიყენებული საფრთხის სერიოზულობით . მოსარჩელის პოზიციით , გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიტყვების და ექსპრესიული ქმედებებისთვის ( მაგალითად , პოლიციელისათვის ხელისუფლების მონის დაძახება ან / და ლობიოს მარცვლის სროლა ), პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება , თუკი ეს პირი ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად , წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს .

7. მოსარჩელის მითითებით , საერთო სასამართლომ , ადმინისტრაციული სანქციის სახით , მის მიმართ გამოიყენა 5- დღიანი პატიმრობა, ისე   რომ შემოიფარგლა ჩადენილი ქმედების სიმძიმეზე , სამართალდამრღვევის პიროვნებაზე , ქმედების შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე ზოგადი მითითებებით და არ შეუფასებია , ლანძღვა - გინება , თავისი შინაარსით , წარმოადგენდა თუ არა პროტესტის ადრესატისათვის წაყენებული მოთხოვნების სტილისტური გამოხატვის ფორმას , რაში მდგომარეობდა ჩადენილი ქმედების მძიმე ხასიათი ან რა იყო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები . მოსარჩელის მტკიცებით , ის გარემოება , რომ საერთო სასამართლომ არ შეაფასა უცენზურო გამონათქვამის შინაარსი , მიუთითებს იმაზე , რომ ადმინისტრაციული სახდელის უმკაცრესი ზომის პატიმრობის გამოყენებისთვის მნიშვნელობა არ აქვს შეურაცხმყოფელი გამონათქვამის სერიოზულობის , სიმძაფრისა და ექსცესიურობის ხარისხს . აღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმები შესაძლებელს ხდის ნებისმიერი შინაარსისა თუ სიმძიმის უცენზურო გამონათქვამისთვის , მათ შორის , შეკრება - მანიფესტაციის დროს უმისამართო ან / და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ ლანძღვა - გინებისთვის , გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა , რაც აზრისა და შეკრების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული .

8. კონსტიტუციურ სარჩელში , დამატებით , ასევე მითითებულია , რომ მოსარჩელე საერთო სასამართლომ ისე ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილ ბლობისთვის , სახდელის სახით , განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა , რომ არ შეუფასებია , დემონსტრაციაზე , ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადასაკეტად მივიდა თუ არა საკმარისი რაოდენობის მონაწილე . მოსარჩელის მტკიცებით , როდესაც სატრანსპორტო მოძრაობის ზოლის გადაკეტვა და მოძრაობის შეფერხება არ წარმოადგენს განზრახ ქმედებას , არამედ განპირობებულია ობიექტური გარემოებებით , კერძოდ , დემონსტრანტების განთავსება   მათი რაოდენობის გამო   შეუძლებელია ტროტუარზე , პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება იმ პირის მიმართ , რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად , იმთავითვე , არის არაპროპორციული სახდელი .

9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმებით სანქცირებული ქმედებების უმართლობის დაბალი ხარისხისა და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებების დაზიანების რისკის გამო , თუნდაც მცირე დროით , ადმინისტრაციული პატიმრობის გათვალისწინება   იმ პირის მიმართ , რომელსაც ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა , უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად , საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის მიზნებისთვის . მოსარჩელე , საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად , მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე .

   II
სამოტივაციო ნაწილი

1. უარი სასარჩელო მოთხოვნაზე

 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 29- მუხლის მე -2 პუნქტის მიხედვით , მოსარჩელეს უფლება აქვს , უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე . ამასთან , სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას .

2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდიდა , მათ შორის , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . დასახელებული ნორმა განსაზღვრავდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელებს , ერთი მხრივ , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისთვის , აგრეთვე ნორმაში მითითებულ პირთა სიტყვიერი შეურაცხყოფის ან / და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისთვის .

3. 2025 წლის 28 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის , გიორგი გოცირიძის განცხადება , რომლითაც მოსარჩელემ უარი თქვა №1838 კონსტიტუციური სარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე , რომელიც შეეხებოდა : 1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ; და 2) საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას , რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგენდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და განსაზღვრავდა შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელებს .

4. ამდენად , „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 29- მუხლის მე -2 პუნქტზე დაყრდნობით , №1838 კონსტიტუციურ სარჩელზე , დასახელებული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში , საქმე უნდა შეწყდეს .

2. სადავო ნორმების ცვლილება

5. №1838 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ   სადავო ნორმებში შევიდა ცვლილებები . კერძოდ , „ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2025 წლის 6 თებერვლის №273-II მს -XI მპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე -6 და მე -8 ნაწილების საფუძველზე , გასაჩივრებული ნორმები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით . შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულია . ამასთან , სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე .

6. გასათვალისწინებელია , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად , სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე , სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას , თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ( იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე ვახტანგი მიმინოშვილი , ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “, II-10). აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს , როდესაც , ერთი მხრივ , კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად , მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა , რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად , გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი , ხოლო , მეორე მხრივ , მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს   საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით .

7. თუმცაღა , რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სამართალწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზნების რეალიზებას , იმ შემთხვევაში , როდესაც არსებობს გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ - ერთი საფუძველი , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას , მიუხედავად იმისა , არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური / მსგავსი შინაარსის მქონე დებულება ( იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე ( ) იპ ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-8). შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს , რამდენად არსებობს სასარჩელო მოთხოვნის რომელიმე ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი .

3. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი

 8. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება , თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს . „ კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა . „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 31- მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად , კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს . მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი , რომლებიც , მისი აზრით , ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით კი , განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება , რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად , „ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია , რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას “ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში , კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად .

9. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის , მათ შორის , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების წვრილმანი ხულიგნობა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა - გინება , მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება , რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს , –“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით . №1838 კონსტიტუციური სარჩელით , სადავოდ ასევე გამხდარია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა , რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების სიტყვიერი შეურაცხყოფის ან / და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისთვის , საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით .

10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილი (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) განსაზღვრავს , თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება პირის მოქმედება წვრილმან ხულიგნობად , ხოლო ამავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების სიტყვიერი შეურაცხყოფა ან / და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება .

11. №1838 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , სადავო ნორმებით სანქცირებული ქმედებების უმართლობის დაბალი ხარისხის , ძალადობის მყისიერი საფრთხეებისა და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებების დაზიანების რისკების არარსებობის გამო , ადმინისტრაციული პატიმრობის გათვალისწინება იმ პირის მიმართ , რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად , უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად . მოსარჩელე მიიჩნევს , რომ სადავო ნორმები შესაძლებელს ხდის ნებისმიერი შინაარსისა თუ სიმძიმის უცენზურო გამონათქვამისთვის , მათ შორის , შეკრება - მანიფესტაციის დროს უმისამართო ან / და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ ლანძღვა - გინებისთვის , გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა , რაც აზრისა და შეკრების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვად და გადამეტებულად მკაცრ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული .

12. ხსენებული არგუმენტაციიდან გამომდინარე , ცხადია , რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია არა თავად აკრძალული ქმედებების , წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის ან / და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების შემადგენლობები და მათი დასჯადობა , არამედ დასახელებული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქცია - ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება იმ პირის მიმართ , რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად . შესაბამისად , მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს ადმინისტრაციული სახდელის განმსაზღვრელი სადავო რეგულაციიდან .

13. იმავდროულად , №1838 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია , რომელიც მიმართული იქნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დასჯადობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისკენ . პირიქით , მოსარჩელე მხარე პირდაპირ მიუთითებს , რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების მიმართ , სახელმწიფოს აქვს ქმედებათა დასჯადობის ინტერესი , თუმცა სანქციის ფორმა , ადმინისტრაციული პატიმრობა , გარკვეულ შემთხვევებში , უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულად .

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ №1838 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების წვრილმანი ხულიგნობა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა - გინება , მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება , რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს , – “ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის , სამხედრო მოსამსახურის , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის , აღსრულების პოლიციელის , სპეციალური პენიტენციური სამსახურის , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა , ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან / და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება ( გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა ) –“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 313  მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

15. მოსარჩელე მხარე სადავოდ ასევე ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან , მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და მავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან და მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით .

16. როგორც უკვე აღინიშნა , მოსარჩელე მხარის პოზიციით , სადავო ნორმებით სანქცირებული ქმედებების უმართლობის დაბალი ხარისხის , ძალადობის მყისიერი საფრთხეებისა და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებების დაზიანების რისკების არარსებობის გამო , ადმინისტრაციული პატიმრობის გათვალისწინება იმ პირის მიმართ , რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად , უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად .

17. №1838 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად   ირკვევა , რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის გამოყენების არაპროპორციულობას . ამავდროულად , №1838 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის დასაბუთება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე .

18. აღნიშნულიდან გამომდინარე , №1838 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან , მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და მავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან და მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით , დაუსაბუთებელია და არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 313  მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი .

19. ამრიგად , რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებთან წვრილმანი ხულიგნობა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა - გინება , მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება , რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს , – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) და ამავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის , სამხედრო მოსამსახურის , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის , აღსრულების პოლიციელის , სპეციალური პენიტენციური სამსახურის , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა , ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან / და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება ( გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა ) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) მიმართებით არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი , „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 29- მუხლის მე -2 პუნქტის თანახმად , №1838 კონსტიტუციურ სარჩელზე ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს .

20. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით .“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან , მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და მავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით .“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან და მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით .

21. №1838 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ დასახელებული სადავო ნორმები შეიცვალა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ “ 2025 წლის 6 თებერვლის №273-II მს -XI მპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე -6 და მე -8 ნაწილების საფუძველზე . ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული მოქმედი რედაქციის თანახმად , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით , ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის მე -2 ნაწილით განსაზღვრული პირების სიტყვიერი შეურაცხყოფა ან / და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით .

22. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა 2025 წლის 28 აპრილს მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს , დაადასტურა ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული , გასაჩივრებულ რეგულაციაზე დავის გაგრძელების ინტერესი და მოითხოვა ძალადაკარგული სადავო ნორმების არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა .

23. №1838 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით , რომ სადავო ნორმები შესაძლებელს ხდის ნებისმიერი შინაარსისა თუ სიმძიმის უცენზურო გამონათქვამისთვის , მათ შორის , შეკრება - მანიფესტაციის დროს უმისამართო ან / და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ ლანძღვა - გინების ან არაძალადობრივი , ექსპრესიული ქმედებებისთვის გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა იმ პირის მიმართ , რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად .

24. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სადავო ნორმებში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სამართლებრივი საკითხი , მსგავსი შეზღუდვის ფორმით , აგრძელებს არსებობას მოქმედ კანონმდებლობაში . კერძოდ , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის , კვლავაც განსაზღვრულია სანქცია - ადმინისტრაციული პატიმრობა , მათ შორის , იმ პირის მიმართ , რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად . გარდა ამისა , ცვლილებების შედეგად გაზრდილია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა . რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას ან / და მათ მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას , ცვლილებების შემდგომ ჩამოყალიბებულ კოდექსის რედაქციაში , მითითებული ქმედების შემადგენლობის დასჯადობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის მე -2 ნაწილით , ხოლო დასახელებული ნორმის სადავო სიტყვებით , სამართალდარღვევისთვის დადგენილია სანქცია ადმინისტრაციული პატიმრობა , მათ შორის , იმ პირის მიმართ , რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად . გარდა ამისა , როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის შემთხვევაში , ცვლილებების შედეგად გაზრდილია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა . ამდენად , აშკარაა , რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ , სადავოდ გამხდარი რეგულირების ნორმატიული შინაარსი უცვლელია . ასეთ შემთხვევაში , გასაჩივრებული ნორმების მსგავსი რეგულაციის მოქმედი რედაქციის შეფასება იქნება უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და სამართალწარმოების გაჭიანურებისგან დაცვის საშუალება . შესაბამისად , მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში , სამართალწარმოება უნდა გაგრძელდეს მოქმედ ნორმებთან მიმართებით და შეფასდეს მათი კონსტიტუციურობა .

25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს , რომ №1838 კონსტიტუციური სარჩელი , სხვა მხრივ , აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი .

III
სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტის ქვეპუნქტის , „ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2 პუნქტის , 271  მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტების , 29- მუხლის მე -2 პუნქტის , 31- მუხლის , 311  მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 312  მუხლის მე -8 პუნქტის , 313  მუხლის პირველი პუნქტის , 315  მუხლის პირველი , მე -2, მე -3, მე -4 და მე -7 პუნქტების , 316  მუხლის პირველი პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის , 43- მუხლის საფუძველზე ,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენ :

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1838 კონსტიტუციური სარჩელი („ დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება :

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით .“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან , მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის მე -2 ნაწილის სიტყვების ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით .“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან და მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით .

2. შეწყდეს საქმე №1838 კონსტიტუციურ სარჩელზე („ დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში , რომელიც შეეხება :

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით “ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) და ამავე კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით “ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტთან მიმართებით ;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების წვრილმანი ხულიგნობა საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა - გინება , მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება , რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს , – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან და 21- მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ;

) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის , სამხედრო მოსამსახურის , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის , აღსრულების პოლიციელის , სპეციალური პენიტენციური სამსახურის , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის , არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა , ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან / და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება ( გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა ) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია ) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე -17 მუხლის პირველ და მე -5 პუნქტებთან მიმართებით .

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია .

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად .

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში , გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში