დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის №42 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრ „საქსოფლპროექტის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/764 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 16/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.024.009.081 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.024.009.081
საქართველოს ეკონომიკური განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/764
2006 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის №42 ბრძანების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრ „საქსოფლპროექტის“ შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციისა და ამასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 სექტემბრის №420 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადეს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2000 წლის 20 ივლისის №42 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცენტრ „საქსოფლპროექტის“ შესახებ“.
2. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტს, დადგენილი წესის შესაბამისად, წინამდებარე ბრძანების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. წინამდებარე ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები