„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 330
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025222
330
06/08/2025
ვებგვერდი, 07/08/2025
360160000.10.003.025222
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №330

2025 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №728 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014; 360160000.10.003.018347) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ცხოველის გარემოში შემთხვევით გამოთავისუფლებასთან, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე