„საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №727 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025221
329
06/08/2025
ვებგვერდი, 07/08/2025
360160000.10.003.025221
„საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №727 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329

2025 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №727 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №727 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014; 360160000.10.003.018346) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიან რეესტრს აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტოს მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ ან/და მისი გარემოზე, ბიომრავალფეროვნებაზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას. ხელახალი რეგისტრაციის ინიციატორი შეიძლება, იყოს სააგენტოც.

6. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებაზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ ახალი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია დროებით (შესაბამისი მიზეზის აღმოფხვრამდე) შეაჩეროს ან გააუქმოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია.“.

2. მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სააგენტო სარეგისტრაციო მოწმობას ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ერთიან რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გასცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიასთან ერთად.

6. სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სააგენტოს, სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში სააგენტო გასცემს რეგისტრაციის მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს ერთიან რეესტრში. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე