დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 328 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.025220 |
|
„სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №145 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 360160000.10.003.019210) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნების“:
1. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სახიფათო ნარჩენების აღდგენის ან განთავსების მიზნით, ახალი ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილია, დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს ინფორმაცია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში აღნიშნული ტექნოლოგიის წარმატებით დანერგვის შესახებ. მუხლი 6. სახიფათო ნარჩენების შერევა სააგენტო უფლებამოსილია, ოპერატორის თხოვნის არსებობის შემთხვევაში, წერილობითი თანხმობა გასცეს სახიფათო ნარჩენების შერევაზე, თუ შერევის ოპერაციები ხორციელდება საუკეთესო არსებული ტექნიკის მეშვეობით და აუმჯობესებს რეციკლირების ან აღდგენის საბოლოო პროდუქტის ხარისხს ან/და განთავსების შემდეგ ან ტრანსპორტირებისას ამცირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების რისკს.“. 2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 50 კგ-ზე მეტი და 2 ტონაზე ნაკლები მოდის ნარჩენების ან ასეთი ნარჩენების შემცველი ნარჩენების მფლობელი ვალდებულია, ნარჩენების განთავსებამდე ან აღდგენამდე ყოველწლიურად მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ამ აკუმულირებული ნარჩენების სახეობასა და ოდენობასთან დაკავშირებით.“. 3. „დანართი II: სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების ფორმა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები