„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.025219
327
06/08/2025
ვებგვერდი, 07/08/2025
360160000.10.003.025219
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №327

2025 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 360160000.10.003.018360) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესის“:

1.  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას:

ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემოტანის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) თანხმობა (რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას);

ბ) ტრანზიტის მიზნით გადაადგილების შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს ლიცენზიას), პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს სააგენტოს გადაწყვეტილება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის განმახორციელებელი პირის განცხადების (შეტყობინების) დაკმაყოფილების შესახებ;

გ) ექსპორტის მიზნით გადაადგილება არ საჭიროებს ლიცენზიას და პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს სააგენტოს გადაწყვეტილება ექსპორტიორის წინასწარი შეტყობინების (განცხადების) დაკმაყოფილების შესახებ.“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა

1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, სააგენტო შემოსავლების სამსახურს, პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აწვდის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას (გაცემული ლიცენზია, შეტყობინებაზე თანხმობის მიცემა და სხვა).

2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე ინფორმაციას შემოსავლების სამსახური დაუყოვნებლივ უგზავნის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტს.

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით, იმპორტის განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი  ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე