„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.025216
324
06/08/2025
ვებგვერდი, 07/08/2025
300160070.10.003.025216
„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №324

2025 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/08/2015, 300160070.10.003.018807) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არსებული ნაგავსაყრელების (რომლებსაც არ აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება) ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნები;“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლა – საქმიანობათა ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ განსაზღვრულ პერიოდში და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით  გათვალისწინებული პირობებით და მიმართულია ტერიტორიის მოვლის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ნაგავსაყრელით შესაძლო მავნე ზემოქმედების შედეგების თავიდან ასაცილებლად;“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების განთავსება.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) სათაური და პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღები განაცხადის შინაარსი და წარსადგენი ინფორმაცია

1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღები განაცხადი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსითა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს:“;

ბ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა, თუ  დაკმაყოფილდება შემდეგი მოთხოვნები:“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად შეტანილი განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია სტატისტიკის მიზნებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს შესაბამისი ორგანოებისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში.“.

5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები შეიძლება, არ გავრცელდეს ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელებსა და იმ ნაგავსაყრელებზე, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ჩატარებული გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებისა და ნაგავსაყრელზე განსათავსებელი ნარჩენების თვისებების შეფასების საფუძველზე.“.

6. მე-12 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარემოსთვის პოტენციური საფრთხის არსებობის გამო, გამონაჟონის წარმოქმნის პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ იქნეს ზედა საიზოლაციო სისტემის მოწყობა:“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას შეიძლება, ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულად არ გამოიყენოს, თუ  გარემოსდაცვითი რისკების შეფასების საფუძველზე დადგინდება, რომ გამონაჟონის შეგროვება და დამუშავება არ არის აუცილებელი ან ნაგავსაყრელი არ წარმოადგენს საფრთხეს ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლებისთვის.“.

7. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნაგავსაყრელის ბუნებრივი ფსკერის ქვეშ მდებარე არსებული მიწისქვეშა წყლების საშუალო წლიური ჰორიზონტი უნდა მდებარეობდეს ფსკერიდან 1 მეტრზე მეტ სიღრმეზე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელისთვის მიწისქვეშა წყლების სიღრმის მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს.“.

8. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნარჩენების სახეობისა და გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების საფრთხის შეფასების საფუძველზე, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფენის ცალკეული კომპონენტები (როგორიცაა გეომემბრანა, დამცავი ფენა და ქვედა საფენი) შეიძლება არ იყოს სავალდებულოდ გამოსაყენებელი.“.

9. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნაგავსაყრელის ყველა სისტემისა და კომპონენტის მიმართ, ამ ტექნიკური რეგლამენტისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების არსებული მოთხოვნების შესაბამისად და ამგვარი შესაბამისობის დადასტურებით.“.

10. 31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნაგავსაყრელის ოპერატორი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში უთითებს ნაგავსაყრელზე მისაღები ნარჩენების კოდებსა და დასახელებებს, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ნარჩენების ნუსხის შესაბამისად.“.

11. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმისათვის, რომ ნარჩენი ჩაითვალოს მისაღებად, ძირითადი მახასიათებლებით იგი უნდა აკმაყოფილებდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრულ ნარჩენების მიღების შესაბამის კრიტერიუმებსა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებს.“.

12. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნარჩენების მფლობელი ნარჩენების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ნაგავსაყრელის ოპერატორს (მიწოდებამდე ან მიწოდებისას, ან პირველი მიწოდებისას მრავალჯერადი მიწოდების შემთხვევაში, თუ ნარჩენების სახეობა უცვლელია), შესაბამისი კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებთან და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისობის დასადასტურებლად.“;

ბ) მე-3 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია, აცნობოს სააგენტოს:“.

13. 36-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნაგავსაყრელზე ოპერირების პროცესები მიმდინარეობს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად;“;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სრულდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარემოსა და მისი პარამეტრების საკონტროლო ინდიკატორების მონიტორინგი ხორციელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად.

4. მონიტორინგის შედეგები უნდა წარედგინოს სააგენტოს, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით დადგენილი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.“.

14. 38-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მონაცემთა შეფასებით დგინდება, რომ იმავე ეფექტის მიღწევა შესაძლებელია დიდი შუალედებითაც, სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს პირველი პუნქტისგან განსხვავებული სიხშირე. გამონაჟონისთვის გამტარიანობა ყოველთვის უნდა შემოწმდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.

3. გამონაჟონის მოცულობისა და შემადგენლობის მონიტორინგი ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც სავალდებულოა გამონაჟონის შეგროვება. გამონაჟონის ნიმუშების აღების სიხშირე დამოკიდებულია ნაგავსაყრელის მორფოლოგიაზე და განისაზღვრება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. გამონაჟონისა და ზედაპირული წყლებიდან ნიმუშების აღება უნდა მოხდეს სხვადასხვა ადგილიდან. გამონაჟონის ნიმუშების აღება და რაოდენობისა და შემადგენლობის შემოწმება უნდა განხორციელდეს ცალ-ცალკე ყველა იმ უბანზე, სადაც გამონაჟონის მართვა ხდება დამოუკიდებლად. ყველა ნიმუში უნდა შეგროვდეს ISO 5667-2-ის (1991) ნიმუშების აღების მეთოდოლოგიის ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.“.

15. 39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის პროცესი უზრუნველყოფს ნაგავსაყრელის სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ მყოფ მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩატარებული ჰიდროლოგიური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ უნდა შეირჩეს მონიტორინგის, სულ მცირე, ერთი წერტილი მიწისქვეშა წყლების შედინებისა და მეორე წერტილი – მიწისქვეშა წყლების გამოდინების ადგილზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიწისქვეშა წყლების დონის მონიტორინგი ოპერირებისა და დახურვის შემდგომ მოვლის ეტაპზე ხორციელდება 6 თვეში ერთხელ. იქ, სადაც მიწისქვეშა წყლების დონე ცვალებადია, სიხშირე უნდა გაიზარდოს,   რაც განისაზღვრება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად.“.

16. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 40. ნაგავსაყრელის დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა

1. ნაგავსაყრელის დახურვის ან მისი ნაწილის დახურვის პროცედურა ხორციელდება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

ა) ნაგავსაყრელი ამ მისი ნაწილი მიაღწევს ნაგავსაყრელის პროექტით განსაზღვრულ იმ საპროექტო ნიშნულებსა და ზღვრებს, რომლებიც მითითებულია გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში;

ბ) სააგენტო გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ, ნაგავსაყრელის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;

გ) სააგენტო მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ნაგავსაყრელის ან მისი ცალკეული ნაწილების დახურვასთან დაკავშირებით.

2. ნაგავსაყრელის დახურვა უნდა მოხდეს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში მითითებული დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის გეგმის შესაბამისად.

3. ნაგავსაყრელი ან მისი ნაწილი დახურულად ითვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადგილზე შემოწმებისა და ნაგავსაყრელის დახურვის გეგმის შესრულების შეფასების საფუძველზე სააგენტო წერილობით აცნობებს ნაგავსაყრელის ოპერატორს დახურვის დადასტურების შესახებ.  

4. ნაგავსაყრელის ან მისი ნაწილის დახურვა არ ათავისუფლებს ნაგავსაყრელის ოპერატორს ნარჩენების მართვის კოდექსით, ამ ტექნიკური რეგლამენტითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით დაკისრებული ვალდებულებებისგან.

5. ნაგავსაყრელის დახურვის გეგმა უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დახურვის შემდგომ მოვლის ღონისძიებებთან დაკავშირებით:

ა) იმ აშენებული მუდმივი ობიექტების დემონტაჟისა და გატანის პროცესის აღწერას, რომლებიც არ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასა და ტერიტორიის სამომავლო ფუნქციონირებასთან, ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპზე;

ბ) ნაგავსაყრელის ზედაპირის შემჭიდროების პროცესის აღწერას, ნაგავსაყრელის დამტკიცებული პროექტისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ მოთხოვნებთან ერთად, რომლებიც ეხება ზედაპირული საიზოლაციო სისტემისა და ნაგავსაყრელის დახურვისთვის საჭირო სხვა ელემენტების მონტაჟს. 

6. ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ ნაგავსაყრელის ოპერატორმა უნდა განახორციელოს ნაგავსაყრელის ტერიტორიის შემდგომი მოვლის ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს, სულ მცირე, ყველა სახის აუცილებელი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ღობისა და ჭიშკრების, შენარჩუნებას, გამონაჟონისა და აირების მართვის სისტემების შენარჩუნებასა და მუშაობას, ასევე ტერიტორიის ახლოს მდებარე ზედაპირული წყლების რეჟიმისა და ყველა იმ გარემოსდაცვითი პარამეტრების მონიტორინგსა და კონტროლს, რომლებიც განსაზღვრულია დახურვის დამტკიცებულ გეგმასა და ამ ტექნიკურ რეგლამენტში. აღნიშნული ღონისძიებები ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი ვადით, რაც განისაზღვრება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოსთვის ნაგავსაყრელით გამოწვეული შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით.

7. ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში კონტროლისა და მონიტორინგის გეგმის შესრულების შედეგად გამოვლენილი გარემოზე მნიშვნელოვანი  უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევაში, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს და საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სააგენტოს მითითებების შესრულება უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად.“.

17. 41-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია, შეუთანხმოს სააგენტოს ნაგავსაყრელის ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და სააგენტო გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების შესახებ, ფუნქციონირებას განაგრძობს და მასზე სრულად ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები.

4. არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, ფუნქციონირებას განაგრძობს წარმოდგენილი გეგმისა და სააგენტოს მიერ დადგენილი პირობებით.“.

18. დანართის:

ა)  ნაწილი I-ის („ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების პროცედურა“) 1.1.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ძირითადი მახასიათებლების დასადგენად საჭირო სრული ინფორმაცია ცნობილია და დადასტურებულია დამაკმაყოფილებელ დონეზე სააგენტოსთვის;“;

ბ) ნაწილი II-ის („ნარჩენების მიღების კრიტერიუმები“):

ბ.ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას გარკვეული სახეობის ნარჩენების განთავსებისთვის კონკრეტულ ნაგავსაყრელზე, ვინაიდან სააგენტო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ითვალისწინებს ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და მისი შემოგარენის მახასიათებლებსა და გარემოს მდგომარეობას და;“;

ბ.ბ)  ცხრილი 3-ის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „(*) ნიადაგებისთვის სააგენტოს შეუძლია, დაუშვას უფრო მაღალი მისაღები ნორმები, იმ შემთხვევაში, თუ 500 მგ/კგ ნორმა, გახსნილი ორგანული ნახშირბადისთვის (DOC), ფიქსირდება თ/მ=10 ლ/კგ-ზე ნიადაგის pH-ის გაზომვის შედეგად ან pH-ის 7.5-იდან 8-მდე ფარგლებში ყოფნის შემთხვევაში.“;

 ბ.გ) ცხრილი 6-ის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ აღნიშნული ნორმა არ მიიღწევა, სააგენტოს შეუძლია, დაუშვას უფრო მაღალი ნორმა, იმ შემთხვევაში, როდესაც 800 მგ/კგ ნორმა, გახსნილი ორგანული ნახშირბადისთვის (DOC), ფიქსირდება თ/მ=10 ლ/კგ-ზე ნარჩენის pH-ის გაზომვის შედეგად ან pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში ყოფნის შემთხვევაში.“;

ბ.დ) 2.3.3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) ნაგავსაყრელის ოპერატორმა  უნდა მიიღოს ყველა სათანადო ზომა იმისათვის, რომ ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ შეზღუდოს ნაგავსაყრელის იმ უბნების გამოყენება, სადაც განთავსებული იყო აზბესტი და აზბესტის შემცველი მასალები, ნარჩენებთან ადამიანების კონტაქტისა და აზბესტის ბოჭკოს გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

 ნაგავსაყრელებზე, რომლებზეც მიიღება მხოლოდ აზბესტი და აზბესტის შემცველი სამშენებლო მასალები, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლის მოთხოვნები შეიძლება, შემცირდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით, იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ამ დანართის 2.3.3. პუნქტის მოთხოვნები.“;

ბ.ე) ცხრილი 8-ის მე-2 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ჯამური ორგანული ნახშირბადი TOC-ის აღნიშნული ნორმა შემოწმებით არ მიიღწევა, სააგენტოს შეუძლია, დაუშვას უფრო მაღალი ნორმა, იმ შემთხვევაში, როდესაც 1000 მგ/კგ ნორმა, გახსნილი ორგანული ნახშირბადისთვის (DOC), ფიქსირდება თ/მ=10 ლ/კგ-ზე ნარჩენების pH-ის გაზომვის შედეგად ან pH-ის 7.5-დან 8-მდე ფარგლებში ყოფნის შემთხვევაში.“.

         

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე