დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25-24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.03.030.016830 |
|
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ |
საქართველოს მთავრობა („საქართველო“) და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობა („გაერთიანებული სამეფო“), შემდგომში „ხელშემკვრელი მხარეები“;
წარმოადგენენ რა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციის მხარეებს, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს; აქვთ რა სურვილი გააფორმონ აღნიშნული კონვენციის დამატებითი შეთანხმება თავიანთ შესაბამის ტერიტორიებს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწესების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე: |
მუხლი 1
განსაზღვრებები
წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, თუ კონტექსტი სხვაგვარ განსაზღვრებას არ მოითხოვს,
მუხლი 2 ჩიკაგოს კონვენციის გამოყენება წინამდებარე შეთანხმების დებულებები ექვემდებარება ჩიკაგოს კონვენციის დებულებებს, თუ აღნიშნული დებულებები ვრცელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაზე. მუხლი 3 უფლებათა მინიჭება
მუხლი 4 ავიასაწარმოს დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება
მუხლი 5 საექსპლუატაციო ნებართვის გაუქმება ან შეჩერება
მუხლი 6 სამართლიანი კონკურენცია
მუხლი 7 ტარიფები
მუხლი 8 მოსაკრებლები, გადასახადები და გადასახდელები
იმ პირობით, თუ (b)-(d) ქვეპუნქტების შემთხვევაში, ისინი გამიზნულია საჰაერო ხომალდის ბორტზე ან საერთაშორისო აეროპორტის ფარგლებში გამოყენებისთვის, დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურების დაწყებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით.
მუხლი 9 საავიაციო უშიშროება
მუხლი 10 უსაფრთხოება
მუხლი 11 ერთობლივი კოდების გამოყენება ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს შეუძლიათ, კონკურენციის მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად, სხვა ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან გააფორმონ შეთანხმებები ერთობლივი კოდების გამოყენების შესახებ, იმ პირობით, თუ:
მუხლი 12 საჰაერო ხომალდის ლიზინგი
მუხლი 13 სახმელეთო მომსახურება თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავად უზრუნველყოს სახმელეთო მომსახურების გაწევა (ამ მუხლში მოხსენიებულია, როგორც „თვითმომსახურება“), ან ამ მომსახურების გაწევაზე, სრულად ან ნაწილობრივ, საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ, გააფორმოს კონტრაქტი ნებისმიერ მიმწოდებელთან, რომელიც უფლებამოსილია გასწიოს ამგვარი მომსახურება. როდესაც, ან იმ შემთხვევაში, თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სახმელეთო მომსახურების მარეგულირებელი კანონები და კანონქვემდებარე აქტები ხელს უშლის ან ზღუდავს ზემოაღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით კონტრაქტების გაფორმებას, ან თვითმომსახურების გაწევას, თითოეული დანიშნული ავიასაწარმო ისარგებლებს არადისკრიმინაციული პირობებით თვითმომსახურებასთან ან მიმწოდებლის ან მიმწოდებელთა მიერ გაწეულ სახმელეთო მომსახურებასთან წვდომასთან მიმართებაში. მუხლი 14 შემოსავლების გადარიცხვა თითოეული დანიშნული ავიასაწარმო, მოთხოვნის შემთხვევაში, მოახდენს ადგილობრივ დონეზე მიღებულ შემოსავლებსა და ადგილობრივ დონეზე გაწეულ ხარჯებს შორის არსებული განსხვავების კონვერტაციასა და მის მიერ არჩეულ რომელიმე ქვეყანაში გადარიცხვას. კონვერტაცია და გადარიცხვა განხორციელდება სწრაფად და შეზღუდვების გარეშე, აღნიშნული თანხის კონვერტაციისა და გადარიცხვის დღეს მოქმედი კომერციული სავალუტო კურსით და არ დაექვემდებარება რაიმე გადასახადს/გადასახდელებს, გარდა ბანკების მიერ კონვერტაციისა და გადარიცხვისთვის დადგენილი მოსაკრებლებისა. მუხლი 15 ავიასაწარმოს წარმომადგენლობა და მომსახურების გაყიდვა დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია:
მუხლი 16 მომხმარებლის გადასახდელი
მუხლი 17 ინტერმოდალური ტრანსპორტირება თითოეული ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოები სარგებლობენ უფლებით გამოიყენონ ინტერმოდალური ტრანსპორტირების საშუალებები ხელშემკვრელ მხარეთა ან მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ პუნქტებში ან პუნქტებიდან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების განხორციელებასთან დაკავშირებით. ავიასაწარმოებს შეუძლიათ თავად განახორციელონ ინტერმოდალური ტრანსპორტირება, ან უზრუნველყონ ის სხვა გადამზიდველ კომპანიებთან შეთანხმებების, მათ შორის, ერთობლივი კოდების გამოყენების შესახებ შეთანხმებების გაფორმების გზით. ამგვარი ინტერმოდალური მომსახურება შეიძლება შეთავაზებულ იქნეს როგორც პირდაპირი მომსახურება, ერთიანი საფასურის გადახდის საფუძველზე, როგორც საჰაერო და ინტერმოდალური ტრანსპორტირებისთვის, იმ პირობით თუ როგორც მგზავრები, ისე გადამზიდველები ინფორმირებულები არიან გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. მუხლი 18 გარემოს დაცვა
მუხლი 19 კონსულტაციები თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების ჩატარება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების, ინტერპრეტაციის, გამოყენების ან ცვლილების, ან მასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საკითხებზე. ამგვარი კონსულტაციები, რომლებიც შეიძლება წარიმართოს საავიაციო ორგანოებს შორის, დაიწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მუხლი 20 დავების გადაწყვეტა
მუხლი 21 ცვლილებები და დამატებები
მუხლი 22 რეგისტრაცია ICAO-ში წინამდებარე შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გადაეცემა ICAO-ს რეგისტრაციის მიზნით.
მუხლი 23 მოქმედების შეწყვეტა
მუხლი 24 ძალაში შესვლა
რის დასტურადაც, წინამდებარე შეთანხმებას ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა. შესრულებულია ორ დედნად, ქ. ლონდონში, 2023 წლის 26 იანვარს, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. ტექსტების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტს.
|
|
დანართი
|
მარშრუტების განრიგი
|
ნაწილი 1
მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას გაერთიანებული სამეფოს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ: პუნქტები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე – შუალედური პუნქტები – პუნქტები საქართველოს ტერიტორიაზე - პუნქტები საზღვრებს გარეთ შენიშვნა:
ნაწილი 2 მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ექსპლუატაციას საქართველოს დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ: პუნქტები საქართველოს ტერიტორიაზე – შუალედური პუნქტები – პუნქტები გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე - პუნქტები საზღვრებს გარეთ
|
შენიშვნა:
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები