დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016684 |
|
„ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის :
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება;“. 2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) ამტკიცებს მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობას;“. 3. XVII1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XVII1 მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანოები მყხლი 1311. მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო 1. მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულო ქმნის სათათბირო ორგანოს – მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს. 2. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საკრებულო. მყხლი 1312. საკრებულოს სხვა სათათბირო ორგანოები საკრებულოს შეუძლია მის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, შექმნას სხვა სათათბირო ორგანოები (საბჭო, კომიტეტი და სხვა) და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები