დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 963 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 109, 16/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.009.077 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.009.077
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №963
2006 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 25 მარტის №188 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №35, მუხლი 293) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) შემოწმების აქტის საფუძველზე ამზადებს სათანადო გადაწყვეტილების პროექტს გადასახადის (საგადასახადო სანქციის) თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნის შესახებ“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები