ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 59/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018694
59/ნ
06/08/2025
ვებგვერდი, 07/08/2025
040030000.22.022.018694
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №59/ნ 

2025 წლის 6 აგვისტო

ქ.თბილისი

ზოგიერთი საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა, „ბ და „დ ქვეპუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:
ა) დაბა ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის – ნოდარ დუმბაძისა და სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლის სახელი;
ბ) ქალაქ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო პირის – დავით აღმაშენებლის სახელი;
გ) ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში სწავლება განხორციელდეს ქართულ და აზერბაიჯანულ სექტორზე.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, №112, 26/09/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:

ა) დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს:

ა.ა) დაბა ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის 26-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

26

ნოდარ დუმბაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლა

მუნიციპალიტეტი ჩოხატაური, სოფელი ჯვარცხმა

დაწ. -საბ.-საშ.

“;

ა.ბ) ქალაქ თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ცხრილის მე-17 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

17

დავით აღმაშენებლის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდგორის საჯარო სკოლა

სოფელი დიდგორი

დაწ.-საბ.-საშ

“;       

ბ) №9 დანართის მე-20 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"

20

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლა

ქართული/აზერბაიჯანული

დაწ-საბ.

ქართული/აზერბაიჯანული

".

მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ ბრძანების  გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე