დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016570 |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ივნისის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 01/07/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.154.016567) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „თიანეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ.“. |
2.
დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 თიანეთის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“. მუხლი 2 დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.“. |
3.
დამტკიცებული დანართის სათაური ცამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულება“. |
4.
დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „თიანეთის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო“ (შემდგომში „საბჭო“) არის თიანეთის მუნიციპალიტეტში (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში „საკრებულო“) მიერ შექმნილი საბჭო, რომლის სტატუსი, მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილება, შემადგენლობა, სტრუქტურა, საქმიანობის წესი და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს რეგლამენტით.“. |
5.
დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „საბჭოს სახელობით შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები