„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016406
12
04/08/2025
ვებგვერდი, 06/08/2025
090020020.35.151.016406
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2025 წლის 4 აგვისტო

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის №3 დადგენილებაში (www matsne.gov.ge, 28/03/2025, სარეგისტრაციო კოდი: 090020020.35.151.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართის მე-2 მუხლს დაემატოს მე-15 და მე-16 პუნქტები შემდეგი სახით:

„15. ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ნეიროგანვითარებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების ვაუჩერით დაფინანსება;

16. ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება.“.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე და საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე, ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები“.

3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისათვის:

ა) პირველი შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი;

ბ) მეორე შვილის დაბადებაზე – 2000 ლარი;

გ) მესამე შვილის დაბადებაზე – 3000 ლარი და ყოველი შემდგომი შვილის დაბადებაზე დაემატოს 1000 ლარი;

დ) ტყუპი შვილის დაბადებაზე გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 5000 ლარის ოდენობით;“.

4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ა” ქვეპუნქტი შემდეგი სახით:

„ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 100 და 100 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1000 ლარის ოდენობით;“.

5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს მე-19 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. ახალდაქორწინებული ოჯახების დახმარება

1. ახალდაქორწინებული ოჯახი მიიღებს ერთჯერად ფულად დახმარებას 5000 ლარის ოდენობით, თუ მეუღლეები რეგისტრირებული არიან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და დახმარების მოთხოვნის დროისათვის ორივე პირს მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი და ერთად ეწევიან შიდა საოჯახო მეურნეობას.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის ახალდაქორწინებული არიან პირები( მამაკაცი და ქალი), რომელთა ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით (ქორწინება) რეგისტრირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ამ დადგენილების ძალაში შესვლის შემდეგ.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დახმარების მოთხოვნის უფლება არა აქვთ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი ჰქონდათ ოჯახი (ერთად ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას) ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დახმარების მოთხოვნის უფლება არა აქვთ პირებს, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზანად არ ისახავს ოჯახის შექმნას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული  ფიქციურ ქორწინებაში მყოფი პირები).

5. ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ ქორწინების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 12 თვისა მოითხოვონ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დახმარების გაცემა; თუ პირები განქორწინებული არიან დახმარების მოთხოვნის დროისათვის, მათ დახმარება არ მიეცემათ.

6. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ქორწინების მოწმობის ასლი;

დ) ცნობები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ, გაცემული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ;

ე) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, განქორწინებული არიან თუ არა განმცხადებლები;

ვ) ერთ-ერთი მეუღლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი