„საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №198/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №198/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 189/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/08/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016951
189/04
05/08/2025
ვებგვერდი, 06/08/2025
240080000.18.011.016951
„საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №198/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №189/04

2025 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №198/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 11 ნოემბრის №198/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 12/11/2020, ს/კ: 240080000.18.011.016518) დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ლიკვიდაციას ახორციელებს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი,  მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლიკვიდატორი (შემდგომში – ლიკვიდატორი), რომელიც ინიშნება და თავისუფლდება ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ლიკვიდატორი უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებით დამტკიცებული „აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის“ მე-5 მუხლის მე-2-მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ შესაფერისობის მოთხოვნებს. დაუშვებელია ლიკვიდატორი იყოს საინვესტიციო ფონდთან ან მის აქტივების მმართველ კომპანიასთან „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაკავშირებული პირი (შემდგომში - დაკავშირებული პირი), გარდა ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა