,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016227
9
04/08/2025
ვებგვერდი, 06/08/2025
010250000.35.145.016227
,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2025 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„თიღვის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 23 დეკემბრის №17 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2024; 010250000.35.145.016216) დამტკიცებული წესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9. დევნილი ოჯახების სოციალური  დახმარება (პროგრამული კოდი: 05 01 09)

1. თიღვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებას მიიღებენ დევნილთა ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში.

2. დევნილ ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ თიღვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადი სასურსათო დახმარება გაეწევათ სასაჩუქრე ბარათის სახით, რომლის ღირებულება თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება არაუმეტეს 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სასაჩუქრე ბარათების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

4. სასაჩუქრე ბარათის გადაცემა მოხდება მუნიციპალიტეტში არსებული მონაცემთა ბაზის მიხედვით.

5. ამ მუხლის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსდეს დევნილი ოჯახებისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართის დაქირავების საფასური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე