“ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 01 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

“ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 01 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.147.016321
9
04/08/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
010250020.35.147.016321
“ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 01 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2025 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 1 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტიდან დევნილი წარმატებული სტუდენტების წახალისების წესის დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 1 მაისის №6 დადგენილებით  (www.matsne.gov.ge, 02/05/2023; 010250020.35.147.016285) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფულადი ჯილდო გაიცემა შემდეგი ოდენობით:

ა) 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 1000 (ათასი) ლარი;

ბ) 70%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 800 (რვაასი) ლარი;

გ) 50%-იანი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მქონე სტუდენტებზე – 700 (შვიდასი) ლარი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი