ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016015
11
30/07/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
000000000.00.106.016015
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული N1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 11

2025 წლის 30 ივლისი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულში არსებული №1 ქუჩისთვის რევაზ ჩხეიძის სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2025 წლის 8 ივლისის №46 სხდომის გადაწყვეტილების შესაბამისად:

1. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩის შესაბამისად, №1 ქუჩას მიენიჭოს რევაზ ჩხეიძის სახელი.

2. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, №1 ქუჩაზე არსებულ ჩიხებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ჩიხების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:

№1 ქუჩის პირველ ჩიხს – რევაზ ჩხეიძის ქუჩის I ჩიხი;

№1 ქუჩის მეორე ჩიხს – რევაზ ჩხეიძის ქუჩის II ჩიხი;

№1 ქუჩის მესამე ჩიხს – რევაზ ჩხეიძის ქუჩის III ჩიხი;

№1 ქუჩის მეოთხე ჩიხს – რევაზ ჩხეიძის ქუჩის IV ჩიხი;

3. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4 . განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 ლევან ქავთარაძე