დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.106.016014 |
|
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის № 239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დღვაბაში არსებულ უსახელო ქუჩებს თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები: პირველ ქუჩას ეწოდოს – № 1- ლი ქუჩა; მეორე ქუჩას ეწოდოს – № მე- 2 ქუჩა; მესამე ქუჩას ეწოდოს – № მე-3 ქუჩა; მეოთხე ქუჩას ეწოდოს – № მე-4 ქუჩა; მეხუთე ქუჩას ეწოდოს – № მე-5 ქუჩა; მეექვსე ქუჩას ეწოდოს – № მე-6 ქუჩა; 2. ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დღვაბაში არსებულ უსახელო შესახვევს, თანდართულ რუკაზე მონიშნული შესახვევის შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელი: მეორე ქუჩის პირველ შესახვევს ეწოდოს – № მე-2 ქუჩის I შესახვევი. 3. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 5. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები