ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე N2 ქუჩისათვის ,,ასი ათასი მოწამის“ სახელის მინიჭების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე N2 ქუჩისათვის ,,ასი ათასი მოწამის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.113.016041
29
30/07/2025
ვებგვერდი, 04/08/2025
000000000.00.113.016041
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე N2 ქუჩისათვის ,,ასი ათასი მოწამის“ სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №29 

2025 წლის 30 ივლისი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე №2 ქუჩისათვის ,,ასი ათასი მოწამის“ სახელის  მინიჭების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

მუხლი 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე №2  ქუჩას ეწოდოს, ,,ასი ათასი მოწამის“ ქუჩა თანდართული რუკის თანახმად.

მუხლი 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის  ვადაში  უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების  განხორციელება.

მუხლი 3. განკარგულება  შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ოზურგეთი, ი.სიორიძის ქ. №14).

მუხლი 4. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით დარჩია