დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 10/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 107, 11/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.16.009.009.068 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.009.068
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება №29
2006 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შპს „ზაჰესი 06“-ის 2006 წლის 27 ივნისის №1/11 წერილიდან, შპს „ზაჰესი 06“-ისათვის ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიის გაცემის თაობაზე სემეკის 2006 წლის 6 ივლისის №17/2 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:
მუხლი 1.
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” სემეკის 2006 წლის 15 მაისის №18 დადგენილების (სსმ III, №66, 16.05.2006 წ., მუხლი 848) პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „შპს „ზაჰესი“ (პუნქტი 10) და მის ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები შპს „ზაჰესი 06” და პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „10. | შპს „ზაჰესი 06“ _____________ 1,42 თეთრი/კვტსთ“ |
მუხლი 2.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ და ვრცელდება 2006 წლის 6 ივლისიდან წარმოქმნილ ურთიერთობებზე.
თავმჯდომარე გ. თავაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები