დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას ზოგიერთი ქუჩის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-65. 6525213001 |
| დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.121.016022 |
|
ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას ზოგიერთი ქუჩის სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას მე-15 ქუჩის მოხაზულობა დაზუსტდეს ამ განკარგულების დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად (დანართი №1 და №2). 2. გაუქმდეს ვანის მუნიციპალიტეტის ზეინდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუაგორას მე-14 ქუჩა, ასევე მე-14 ქუჩის I ჩიხი და მე-15 ქუჩის II ჩიხი. 3. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის. 4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, ასევე გადაგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1). ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები