დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016636 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 ივლისის №13 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge, 19/07/2021, 010250050.35.167.016509;). |
| მუხლი 2 |
1. შევიდეს ცვლილება დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების“
ა) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. პროგრამის ფარგლებში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტები 1. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ისეთი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და შედეგებთან ბრძოლას. ამ მიზნით, თუ ასეთი საპროექტო წინადადება ვერ გაიმარჯვებს კენჭისყრის შედეგად, პროექტის სამუშაო ჯგუფი მერს წარუდგენს დამატებით წინადადებას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებაზე ორიენტირებული იმ საპროექტო წინადადების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებაზე, რომელმაც მიიღო მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა. 2. პროგრამის ფარგლებში წახალისებულია ისეთი საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები. ასეთი საპროექტო წინადადების გათვალისწინება შესაძლოა მოითხოვდეს დამატებით ფინანსურ რესურსებს, რომლის მაქსიმალური ბიუჯეტი შეიძლება 20%-ით აღემატებოდეს ამ პროგრამით დადგენილ ზღვარს. 3. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტების გათვალისწინების მიზნით, ჩატარდება გამარჯვებული პროექტის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში მოხდება პროექტის გადამუშავება იმგვარად, რომ მასში გათვალისწინებულ იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სენსიტიური საკითხები. ამასთან, პროგრამის ამგვარი გადამუშავებისას დასაშვებია პროექტის ბიუჯეტის 20%-ით ზრდა დამატებითი გამოვლენილი ხარჯების დასაფარად.“; ბ)მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტები შემოსული და გადარჩეული საპროექტო წინადადებებიდან დგება ცალკე ცხრილი, რომელშიც შედის ის საპროექტო წინადადებები, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას.“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები