დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.167.016635 |
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 6 ივნისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/06/2025;010250050.35.167.016633). |
| მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეიცვალოს:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს 12 წევრით.“. 2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე(სულ ხუთი), მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი, შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სამი სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი(ერთი ორგანიზაციიდან ერთი წარმომადგენელი).“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები