დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.161.016014 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების არაბული ციფრების გამოყენებით სახელდების შესახებ
|
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7, მე-8 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, საქართველოს კანონის, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 24 ივლისის №18-18252054 წერილის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1 შტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების დამისამართების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 ივნისის №84 განკარგულების დანართში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გამარჯვებაში არსებული ქუჩების ცვლილება და სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება განხორციელდეს, არაბული ციფრების გამოყენებით, დანართი №1-ის (გეოგრაფიული ობიექტების ჩამონათვალი), დანართი №2-ის (სიტუაციური ნახაზი) და სიტუაციური რუკების: №1, №2 და №3-ის შესაბამისად. მუხლი 2 განკარგულება რეაგირებისთვის გადაეგზავნოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 3 განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მუხლი 4 განკარგულება, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 5 განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მუხლი 6 განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მისამართზე: ქ. რუსთავი ბოსტანქალაქის ქუჩა №6 „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 22-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები