დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქედის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016403 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქედის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: სსმ, ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 27/12/2024, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.134.016391) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 30 451 500 ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 19 471 500 ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები (ტრანსფერები)
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტისბიუჯეტის გრანტები 10 124 000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 856 000 ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 21 956 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 8.
არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 8 961 400 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 8 991 400 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 30 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 30 949 500 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, მათ შორის:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 468 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 28 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 163 100 ლარის ოდენობით. სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ გამოყოფს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
|
მუხლი 13.
პასუხისმგებლობა
|
2025 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას.
|
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
პრიორიტეტი:
1. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) მმართველობით სფეროში განხორციელებული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერიას აძლევს საშუალებას ბიუჯეტისაგან დამოუკიდებლად მოიძიოს ინვესტიციები და გააუმჯობესოს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მონაწილეობითი ბიუჯეტი ხელს უწყობს ინკლუზიური დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციასა, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას, წარმოადგენს მასას და მოსახლეობას შორის დემოკრატიულ დიალოგისა და გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს. მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსებით მონაწილეობას საგრანტო კონკურსებში, რომელსაც განახორცილებს ქედის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი თუ შემოსული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ საგრანტო კონკურს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ადგილობრივი თვითმართველობა, რაც საშუალებას აძლევს მოიგოს პროექტი და განახორციელოს ქედის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროექტი. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია თანამედროვე მართვის სისტემის საფუძვლების დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს პროგრამული ბიუჯეტის სრულყოფას.
პრიორიტეტი: 2. ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 02 00). ქედის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომელიც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურის განვითარება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას, რაც ტურიზმის,სოფლის მეურნეობის და სხვა დარგების განვითარების წინაპირობაა. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია, წყლის სისტემების, გარე განათების ქსელის განვითარება და მუნიციპალიტეტში სხვა აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. პროგრამა: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 01). პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, დაზიანებული გზებისა და საგზაო ნაგებობების (ხიდები, მილხიდები, გზების დამცავი კედლები და გაბიონები და სხვა) რეაბილიტაციას, გენდერულად მგრძნობიარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, გზების ადაპტირებას (ტროტუარების, პანდუსებისა და ბორდიურების მოწყობა), საგზაო მოძრაობის ორგანიზების მიზნით ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებისა და სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მოეწყობას საზოგადოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა ობიექტებთან, გზების მოდინებული წყლის ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით კიუვეტების, ცხაურების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციას. პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში შექმნილია გენდერულად პასუხისმგებლიანი საგზაო ინფრასტრუქტურა ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა, მათ შორის შშმ პირთა და საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები :
პროგრამა: საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება (პროგრამული კოდი 02 02). მუნიციპალიტეტსი განაშენიანების ახალი პროექტებიდან გამომდინარე, უახლოეს მომდევნო წლებშიც, კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავაც პრიორიტეტად რჩება. მუნიციპალიტეტის კომუნალური მეურნეობა წარმოადგენს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემას, რომელიც ქმნის მოსახლეობისათვის აუცილებელ საცხოვრებელ პირობებს, უზრუნველყოფს საქმიანობის განხორციელებას, ასევე მეურნეობის სხვადასხვა დარგებში მომუშავე საწარმოებისა და ორგანიზაციების შეუფერხებელ, გამართულ ფუნქციონირებას. წყლის სისტემების მოწყობა და მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფა გენდერულად მნიშვნელოვანია. წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების პროცესში გათვალისწინებული იქნება გენდერული საჭიროებები და სამუშაოების განხორციელების შედეგად მოეწყობა გენდერულად მგრძნობიარე ინფრასტრუქტურა. წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების შედეგად გაუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისათვის. გენდერული როლების გათვალისწინებით სოფლად მცხოვრები ქალები მეტად არიან ჩართული შინამეურნეობის მართვაში. გამართული წყალმომარაგება ქალებს შეუმსუბუქებს საოჯახო საქმეებს და ნაკლებად მოუწევთ ფიზიკური შრომა (შორი მანძილიდან წყლის მოტანა, ხელით რეცხვა და სხვა), ექნებათ სხვადასხვა საოჯახო ტექნიკის გამოყენების საშუალება, შესაბამისად, დაეზოგებათ დრო და შემცირდება აუნაზღაურებად შრომაში მათ ჩართულობის ხანგრძლივობა. წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს სკოლებისა და საბავშვო ბაღების სასმელი წყლით მომარაგებას, რაც შექმნის სანიტარულ პირობებს სააღმზრდელო და განათლების დაწესებულებებში როგორც გოგოებისა და ბიჭებისთვის, ასევე ქალი და კაცი მასწავლებლებისა და დასაქმებული პერსონალისთვის. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოწყობილია გენდერულად პასუხისმგებლიანი წყალმომარაგების სისტემა, რეაბილიტირებულია და აშენებულია წყლის სისტემის ინფრასტრუქტურა, უზრუნველყოფილია მოსახლეობის უწყვეტი და მოთხოვნის შესაბამისი წყალმომარაგება, გაუმჯობესებული ეკოლოგიური და საცხოვრებელი გარემო. ქვეპროგრამა: წყლის სიტემების რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა (პროგრამული კოდი 02 02 01)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს არსებული წყლის სისტემაზე დაზიანებული ქსელის ამოცვლას, სარეზერვო გამანაწილებელი აუზების აშენებას, დამატებით მომხმარებლების მიერთებას და ოჯახებისათვის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას, მილების შეძენას.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტის დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოვლა-შენახვა, ქლორირება და ფილტრაცია.გაუმჯობესებულია წყალმომარაგების მომსახურება, უზრუნველყოფილია წყლის სისტემების გამართული ფუნქციონირება და მოვლილია კანალიზაციო და სანიაღვრე არხები.
პროგრამა: კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03). პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით გენდერულად პასუხისმგებლიანი ინფრასტრუქტურის მოწყობა, სკვერების, პარკების და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, საბავშვო ეტლით მოსარგებლეთა, ბავშვების, ქალების და კაცების საჭიროებები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობილია გენდერულად პასუხისმგებლიანი საზოგადოებრივი სივრცეები და გაუმჯობესებულია მოსახლეობის საცხოვრებელი გარემო.
ქვეპროგრამა: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი (პროგრამული კოდი 02 03 01). პროგრამა ითვალისწინებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობას და მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სახურავების რეაბილიტაცია, ფასადების მოწესრიგება, შიდა საერთო მოხმარების წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების შეკეთება, კიბის უჯრედების მოწესრიგება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გენდერული ასპექტების გათვალისწინებით გაუმჯობესებულია მრავალბინიანი სახლების ინფრასტრუქტურა და მობინადრეთათვის შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო; რეაბილიტირებულია ადმინისტრაციული შენობები და მოსახლეობისთვის შექმნილია პირობები მუნიციპალური სერვისების კომფორტულ გარემოში მისაღებად.
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: სტიქიისგან დაცული მოსახლეობა, მუნიციპალური და კერძო საკუთრება და ათვისებული ახალი ტერიტორიები.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ჩატარებული ქონების ნუსხის შექმნასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურები. პროგრამა: სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 05). მუნიციპალიტეტის მიერ ფერმერებისათვის ხელშეწყობა საერთაშორისო და აგო გაყიდვების გამოფენა-გაყიდვაში, ასევე პირუტყვთა ვაქცინაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის მიერ ფერმერებისათვის ხელშეწყობა საერთაშორისო და აგო გაყიდვების გამოფენა-გაყიდვაში, ასევე პირუტყვთა ვაქცინაცია; ხელშეწყობილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები.
პრიორიტეტი 3. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარემოს დასუფთავება და ნარჩენების გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განვითარება, უპატრონო ცხოველების მოვლითი ღონისძიებები, დაფინანსდება აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობითი და გამწვანებითი სამუშაოები ასევე სკვერებში ბალახის გათიბვა პროგრამა: მუნიციპალური ნარჩენების მართვა და დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 00). პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიის, მწვანე საფარის, არსებული ეზოების დაგვა-დასუფთავება; სანაგვე კონტეინერების დეზიფექცია, მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების, ქუჩების მორწყვა-მორეცხვა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის თოვლის საფარისაგან გაწმენდა, მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში თოვლის მასის გატანა; საყოფაცხოვრებო, მყარი და დიდი ზომის ნარჩენების, ქუჩების მონახვეტის შეგროვება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებში და ნაგავსაყრელ პოლიგონამდე ტრანსპორტირება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანას მოემსახურება 2 ნაგავმზიდი. გარე- განათების მოვლა პატრონობა, უპატრონო და მაწანწალა ცხოველების გაუვნებელყოფა, გზის გაწმენდა ჩამოწოლილი მეწყერის მასისაგან, გზის გაწმენდა თოვლის საფარისგან. საზოგადოებრივი საპირფარეშოებოის მოვლა-პატრონობა. მუნიციპალიტეტში სოფლებისათვის დამატებით კომუნალური მომსახურებისათვის კონტეინერების განთავსება დღემდე მომსახურების გარეშე დარჩენილი უბნებისათვის. რითაც მომსახურების სფეროში მოექცევა მუნიციპალიტეტის მთელი დასახლებული ტერიტორია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გენდერული ასპექტების გათვალისწინებით დანერგილია მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემა და უზრუნველყოფილია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება პრიორიტეტი: 4. განათლება (პროგრამული კოდი 04 00). მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ინვენტარით უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია, აღმზრდელ-პედაგოგების კვალიფიკაციის გაზრდა, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელების ხარისხიან და ეფექტურ მომზადებას სასკოლო განათლების მისაღებად. პროგრამა: სკოლამდელი აღზრდა და განათლება (პროგრამული კოდი 04 00). „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის თანახმად ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ქედისს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები საბავშვო ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 490 და მეტი ბავშვი. (მათ შორის გოგო 50.8 %, ბიჭი 49.2%). ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 255 აღმზრდელი (მათ შორის ქალი 88 % და კაცი 12 %), სხვა პერსონალი და ადმინისტრაცია. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია: ბაგა-ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სადაც დაცული იქნება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი მოთხოვნები და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N488 დადგენილებით დამტკიცებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; ბაგა-ბაღებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისაობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N485 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან; ბაგა-ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; ბაგა-ბაღებში კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმებთან; ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა; ბაგა-ბაღებში დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება. ა(ა)იპ ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების, დაწესებულების თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა. -ა(ა)იპ ქედის ბაგა ბაღების გაერთიანება საბავშვო ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფუნქციონირება გენდერულად მნიშვნელოვანია, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნითა და ინკლუზიური სწავლების დანერგვით იქნმება თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის. ამასთან ხელს უწყობს 2-დან 6-წლამდე ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რადგან მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს უთავისუფლდებათ დრო და საშუალება ეძლევათ დასაქმდნენ, რაც მნიშვნელოვანია ოჯახის მატერიალური მდგომარების გაუმჯობესებისა და ქალთა ეკონომიკური თავისუფლებისთვის. პროგრამის ფარგლებში თანხა გაიცემა წლის განმავლობაში ერთხელ.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის თანაბარი ხელმისაწვდომობა, შექმნილია ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სააღმზრდელო გარემო. პროგრამა. ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ წარმატებულ აბიტურიენტთა, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანობის კანდიდატ მოსწავლეთა და სტუდენტთა დახმარება (პროგრამული კოდი 04 02) განათლებული საზოგადოება ძლიერი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საყრდენია. ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ამაღლდეს მოსწავლის, აბიტურიენტისა და სტუდენტის სწავლის ხარისხი, ძალზე მნიშვნელოვანია მათი მოტივირება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება წარმოდგენილი განცხადებების მიღება, განხილვა და დაზუსტება. შერჩეულ ბენეფიციარებზე წლის განმავლობაში გაიცემა ერთჯერადი დახმარება, რომლებსაც ბოლო ორი წელი ნასწავლი აქვთ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში, ამასთან მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მინიჭებული ოქროს ან ვერცხლის მედალოსნის ან მედალოსნის კანდიდატის სტატუსი. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: იმ აბიტურიენტთა დახმარება, რომლებიც ბოლო ორი წელი სწავლობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოიპოვებენ სახელმწიფო (50 %, 70%, 100 %) გრანტს და ჩაირიცხებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მოსწავლეების წახალისება. პრიორიტეტი: 5. კულტურა,ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. სპორტის, ახალგაზრდობის და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგებს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმის, მეწარმეობის განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარებას. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახური, ასევე კულტურის და სპორტის სფეროში შექმნილი ა(ა)იპ-ებისდა შ.პ.ს-ების მიერ.
პროგრამა: სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქედის მუნიციპალიტეტში ბავშვთა და მოზართდა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ მოძრაობაში.სასპორტო სკოლის პროფილის შესაბამისად მათი მეთოდური აღზრდა და დაოსტატება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და მისი დამკვიდრება მოზარდ თაობაში, მასობრივი სპორტის განვითარება. სელექციის მეშვეობით შერჩეული პერსპექტიული სპორტსმენების მზადების წლიური საწვრთნელი პროცესის ორგანიზება. სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების და აქტივობების ორგანიზება, მასში მონაწილე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების დაჯილდოება ფასიანი საჩუქრებით; ოლიმპიადის, მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს ოფიციალური ჩემპიონატების საპრიზო (I,II,III) ადგილებზე გასული, ქედის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებისა და მწრთვნელების წახალისება ფულადი ჯილდოთი; ღვაწლმოსილი ვეტერანი სპორტსმენების (წარსულში ქედის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე წარმატებული ვეტერანი სპორტსმენი) დაჯილდოება ფულადი და ფასიანი საჩუქრებით; სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და მწვრთნელების ტრანსპორტირებაში დახმარება; საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა და სპორტი ბარიერების გარეშე, ევროპის სპორტის კვირეული, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო და საბაზო სკოლები. რეგიონალური სპორტული შეჯიბრება.სპორტულ აქტივობებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელება და სპორტული წრეების საქმიანობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა, გამოვლენილია განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები და წახალისებულია სპორტული მიღწევები. პროგრამა: სპორტული კლუბების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 03) მოხდება ნიჭიერი და პერსპექტიული ბავშვების გამოვლენა და განვითარება მზადების ყველა ეტაპზე, რათა შემდეგ მოხდეს ძირითადი გუნდისათვის კვალიფიციური რაგბისტების ჩამოყალიბება. სელექციის პროცესი ხელს შეუწყობს გუნდების სასწავლო საწვრთნელი პროცესის ამაღლებას. მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება ერთერთი მთავარი პირობაა შედეგის მისაღწევად. 1. სარაგბო კლუბ „ფირალების“ საქართველოს რეგიონალურ ჩემპიონატში პირველ სამეულში მოხვედრა. აგრეთვე, რაგბისა და ფეხბურთს პოპულარიზაციის მიზნით მეტი ახალგაზრდის მოზიდვა რაგბისა და ფეხბურთის ასაკობრივ გუნდში, რაც ადგილობრივი პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდისა და ძირითადი გუნდის ქედის სპორტსმენებით დაკოპლექტების წინაპირობაა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: რაგბის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა და კლუბებში ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობის უზრუნველყოფა; უზრუნველყოფილია რაგბის კლუბების გამართული ფუნქციონირება და ბავშვთა და მოზარდთა ჩართულობა. პროგრამა: სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04). ქედის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: ხელშეწყობილია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა, განახლებული მინი სპორტული მოედნები. პროგრამა: კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
ტრადიციული და სახალხო დღსასწაულების ჩატარება, მთავრობის მიერ ოფიციალურად დადგენილი დღეების აღნიშვნა.კონცერტების გამოფენების, გასტროლების, სახელოვნებო პროექტების, თეატრალური წარმოდგენების, საერთაშორისო, რეგიონალური და ადგილობრივი ფესტივალების,იუბილარ, ღვაწლმოსილ კულტურის მუშაკებთან შეხვედრა, მადლობის სიგელების,საპატიო ტიტულების, ერთჯერადი ფულადი ჯილდოების გაცემა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმილია პირობები კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, ხელშეწყობილია კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა კოლექტევები და სტუდიები და უზრუნველყოფილია კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა. გაზრდილია მუნიციპალიტეტის კულტურული აქტივობა, ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა. პროგრამა: ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05). საქართველოში ახალგაზრდების ჩართულობისა და გააქტიურების უზრუნველყოფის საკითხი განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად გადადგმული ნაბიჯებისა და გატარებული ღონისძიებებისა, დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდების აქტიურობის საკითხი. პროგრამა განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14 დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის პროგრამებს. პროგრამა ხელს შეუწყობს ახალგაზრდების წარმოჩენას, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები. ახალგაზრდობა არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში. ახალგაზრდებს მრავალი ფორმით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი ფლობდნენ სრულყოფილ, პრაქტიკულ და რელევანტურ ინფორმაციას არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების შესახებ; მუდმივად ხდებოდეს მონაწილეობის ახალი და ინოვაციური გზების მოძიება; ყურადღება არ იქნას გადატანილი მხოლოდ ახალგაზრდების დიდი რაოდენობით მონაწილეობაზე, არამედ ფოკუსირება ხდებოდეს ისეთ გზებსა და საშუალებებზე, რომლებიც ახალგაზრდების მონაწილეობის უკეთესს ხარისხს უზრუნველყოფენ და საჭიროებების შემთხვევაში, ახალგაზრდები იღებდნენ ფინანსურ, მორალურ, ინსტიტუციონალურ და სხვა მხარდაჭერას. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს გენდერულად მგრძნობიარე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას და გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: შექმნილია ახალგაზრდების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, უზრუნველყოფილია ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ხელშეწყობილია მათი სამოქალაქო ინიციატივები, ხელშეწყობილია გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობა პროგრამა: კულტურის სახლებისა, კლუბებისა და ბიბლიოთეკების მშენებლობ- რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა (პროგრამული კოდი 05 02 06) ქედის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული აქტივობების განვითარების ხელშეწყობა, კულტურული ცხოვრების აქტივობის გაზრდა, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, კულტურულ საგანმანათლებლო სფეროების განვითარების ხელშეწყობა, ეროვნული ღონისძიებების პაპულარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქვეპროგრამების განხორციელება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: გაზრდილია მუნიციპალიტეტის კულტურული აქტივობა, ხელშეწყობილია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობა, შენარჩუნებული და დაცულია კულტურული მემკვიდრეობა. პრიორიტეტი: 6. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არსებული რესურსების ფარგლებში გაგრძელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება და სხვადასხვა შეღავათებით უზრუნველყოფა. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.
პროგრამა: ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა და დაავადებების პრევენცია. ქედის მუნიციპალიტეტის (უპირატესად მოწყვლადი კატეგორიის) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნება ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გაგრძელდება დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის ქვეპროგრამები და ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში არსებული 6 ქვეპროგრამით მოხდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა. გაზრდილია ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე.
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობა უზრუნველყოფილია ფინანსური დახმარებითა და სოციალური სერვისებით. |
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 15.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
ლარებში
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები