დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 31/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016761 |
|
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1-ტ2" ქვეპუნქტები: „ტ1) ნეტო აღრიცხვა - ანგარიშსწორების მექანიზმი, რა დროსაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა იქვითება იმავე დარიცხვის პერიოდში მომხმარებლის/მომხმარებელთა ჯგუფის წევრის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის მოცულობასთან და დადებითი ბალანსის შესყიდვა ხდება საანგარიშო წლის ბოლოს; ტ2) ნეტო დარიცხვა - ანგარიშსწორების მექანიზმი, რა დროსაც მიმწოდებელი, ამ წესებით გათვალისწინებული პირობებით, ყოველთვიურად შეისყიდის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიას, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი/მომხმარებელთა ჯგუფის წევრი სრულად იხდის მომსახურების საფასურს;“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“; ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“; გ) მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს, ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“. 3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მომხმარებელი მიწოდების ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასის, აგრეთვე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – პირგასამტეხლოს ოდენობის შეცვლის თაობაზე თავისუფალ მიმწოდებელს თანხმობას წარუდგენს წერილობით, რაც მიწოდების ხელშეკრულების შეცვლილი პირობით გაგრძელების წინაპირობაა. მომხმარებლის მიერ წერილობითი თანხმობის წარუდგენლობის შემთხვევაში, თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლისთანავე მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მომხმარებლისათვის მიწოდების შეწყვეტის მოთხოვნით, მიწოდების შეწყვეტის საფუძვლის მითითებით.“. 4. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო შეთავაზების გამოქვეყნებით თავისუფალი მიმწოდებელი მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების თანაბარ პირობებს. საჯარო შეთავაზება შეიძლება განსხვავდებოდეს მომხმარებლის კატეგორიის, აგრეთვე, მომსახურების ხანგრძლივობის, ფასის, შესასყიდი ელექტროენერგიის მაქსიმალური მოცულობის ან/და სხვა კრიტერიუმის შესაბამისად. მიმწოდებლის მოქმედი საჯარო შეთავაზებების რაოდენობა, მომხმარებელთა თითოეული კატეგორიის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს სამს.“; ბ) მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) მიწოდების ფასს 1 კვტ.სთ-ზე – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო გადასახადების მითითებით;“; ბ.ბ) „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ1“ ქვეპუნქტი: „ა.დ1) თუ საჯარო შეთავაზება ითვალისწინებს მომხმარებლისგან მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის საშუალებით გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას, ამ ელექტროენერგიის შესასყიდ ფასს 1 კვტ.სთ-ზე;“. 5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესასყიდი ფასი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ინფორმაცია მომარაგების დაგეგმილი და დაუგეგმავი წყვეტებისა და მიწოდების აღდგენის დროის თაობაზე, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ აღნიშნული ინფორმაცია ეცნობა მიმწოდებელს.“. 6. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ პუნქტი: „21. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა ჯგუფი ფლობს/სარგებლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიმწოდებელს აღრიცხვის მონაცემებთან ერთად მიაწოდოს: ა) ამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ შესაბამისი დარიცხვის პერიოდში გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობა და შესაბამის მომხმარებელზე განაწილებული მოცულობა; ბ) ინფორმაცია ჯგუფის შესაბამის წევრზე ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის განაწილების პირობებზე; გ) ინფორმაცია, თუ რომელი ანგარიშსწორების მექანიზმით (ნეტო აღრიცხვა ან ნეტო დარიცხვა) სარგებლობს ჯგუფის წევრი.“. 7. მე-17 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.ა) მიწოდების ფასი/კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი, ხოლო თუ მიწოდების ხელშეკრულება ან ეს წესები იმავდროულად ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას, მისი შესასყიდი ფასი;“; ა.ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას (კილოვატსაათი), ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ასევე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას (კილოვატსაათი) და ანგარიშსწორების მექანიზმს (ნეტო აღრიცხვა ან ნეტო დარიცხვა);“; ა.გ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს ფლობს/სარგებლობს ჯგუფის ფარგლებში – მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ჯამურ მოცულობას, ამ მომხმარებელზე გადანაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას და მისი განაწილების პირობებს;“; ა.დ) „პ“-„ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში ასევე წინა წლის იმავე პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობას; ჟ) ელექტროენერგიის მოხმარების, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში ასევე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ისტორიულ მონაცემებს ბოლო 12 თვის განმავლობაში, დიაგრამის სახით;“; ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაანგარიშებული დადებითი ბალანსი, ხოლო იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, ასევე 451 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა;“. 8. 24-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დეპოზიტის დარიცხვა დაუშვებელია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, გარდა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციისა, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იურიდიულ პირს.“. 9. 31-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. ნეტო აღრიცხვის სქემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელთან/მომხმარებელთა ჯგუფთან, რომელიც გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში პიკური დატვირთვის 20 პროცენტის ათვისებამდე, გაქვითოს ან/და საბოლოო ანგარიშსწორებისას შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგია.“; გ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „52. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლისგან გამანაწილებელ ქსელში მიღებული და მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის შესაბამისად შესყიდული ელექტროენერგიის საფასური აუნაზღაუროს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ფასით. ამ მოქმედებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ანაზღაურებს იმ ჭარბი ელექტროენერგიის ღირებულებას, რომელიც მან გასულ საანგარიშო პერიოდში გამანაწილებელ ქსელში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან მიიღო და შეიმცირა დანაკარგი.“; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადა ან მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადა იწურება/მოქმედება წყდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო წლის გასვლამდე, შესაბამისი მიმწოდებელი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია შეისყიდოს ავტორიზაციის ვადის/მიწოდების ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის/შეწყვეტის დღის მდგომარეობით და მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორება უზრუნველყოს ამ წესების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, გარდა ამ წესების 29-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“. 10. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესების 31-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გაქვითული ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით სასისტემო მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან 2033 წლის 1 იანვრამდე გათავისუფლებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი, რომელსაც მიწოდების ხელშეკრულება დადებული აქვს/ჰქონდა საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელთან.“. 11. 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 1. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელზე/მომხმარებელთა ჯგუფზე (შემდგომში ამ მუხლის მიზნებისთვის – მომხმარებელი), რომელიც გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრით ამავე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში პიკური დატვირთვის 20 პროცენტის ათვისების შემდეგ. 2. მომხმარებელი ვალდებულია გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია გაყიდოს მიმწოდებელზე. 3. თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია, ხოლო უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია შეისყიდოს მომხმარებლის/მომხმარებელთა ჯგუფის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით. 4. თავისუფალი მიმწოდებელი უფლებამოსილია შეისყიდოს იმ მომხმარებლის/მომხმარებელთა ჯგუფის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია, რომელსაც უწევს მიწოდების მომსახურებას. ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვის ფასს, მათ შორის, ხელშეკრულების პირობებს მიმწოდებელი განსაზღვრავს ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად გამოქვეყნებული საჯარო შეთავაზებით. თუ მიწოდების ხელშეკრულება სხვას რამეს არ ითვალისწინებს თავისუფალმა მიმწოდებელმა ანგარიშსწორებისას უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ შესყიდული ელექტროენერგია გამოიყენება იმავე პერიოდში ამ მიმწოდებლის პორტფელში არსებული სხვა საბოლოო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის დასაფარად. 6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს შორის დადებულია მიწოდების ხელშეკრულება, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი ასეთი მომხმარებლის მიერ გამომუშავებულ და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიას შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება ანგარიშსწორების შემდეგი პირობები: ა) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება აღემატება იმავე დარიცხვის პერიოდში მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების საფასურს, სხვაობა აისახება მომდევნო თვის ქვითარში, დადებითი ბალანსის სახით. დადებითი ბალანსი გამოიყენება მომდევნო დარიცხვის პერიოდის/პერიოდების მომსახურების საფასურის დასაფარად; ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხა ან/და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულება ნაკლებია იმავე დარიცხვის პერიოდში მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების საფასურზე, სხვაობას მომხმარებელი აანაზღაურებს მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად. 8. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებლისგან გამანაწილებელ ქსელში მიღებული და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საფასური აუნაზღაუროს მიმწოდებელს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ფასით. ამ მოქმედებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ანაზღაურებს იმ ჭარბი ელექტროენერგიის ღირებულებას, რომელიც მან გამანაწილებელ ქსელში გასულ საანგარიშო პერიოდში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან მიიღო და შეიმცირა დანაკარგი. 9. მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ფლობის/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის „21“ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაწილებული კილოვატსაათებით და ამ მუხლის პირობებით. 10. თუ მომხმარებელსა და თავისუფალ მიმწოდებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგიის შესყიდვას: ა) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ წესების მე-40 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს აცნობოს აღნიშნულის თაობაზე; ბ) უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია სრულად შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებული ელექტროენერგია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით. ამ მიზნით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ბ.ა) მომხმარებელს ქვითრის მეშვეობით წარუდგინოს ამ წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ და გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიაზე; ბ.ბ) ქვითრის გაგზავნასთან ერთად მომხმარებელს საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხოს შესყიდული ელექტროენერგიის საფასური; გ) თავისუფალი მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ხელშეკრულების დადებიდან 5 სამუშაო დღეში, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს მიაწოდოს მომხმარებლის საბანკო ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულებით არ აქვს წარდგენილი საბანკო ანგარიში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებლის მიერ საბანკო ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში ჩარიცხავს შესყიდული ელექტროენერგიის საფასურს. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, არაუგვიანეს დარიცხვის პერიოდის დასრულებიდან 3 სამუშაო დღისა. აღნიშნული ელექტროენერგია გაითვალისწინება შესაბამისი უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებლებისგან ჯამურად შესყიდული ჭარბი ელექტროენერგიის რაოდენობაში. 12. მომხმარებელი უფლებამოსილია ყოველი წლის დეკემბერში მოითხოვოს ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის თავის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვა. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა 10 დეკემბრამდე უნდა მიმართოს მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია დარიცხვის პერიოდის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დააკმაყოფილოს მოთხოვნა ან დასაბუთებული უარი აცნობოს მომხმარებელს. ასეთი მოთხოვნის არარსებობის შემთხვევაში ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახულ თანხას მიმწოდებელი გამოიყენებს მომდევნო დარიცხვის პერიოდის/პერიოდების მომსახურების საფასურის დასაფარად. 13. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტის, მისი მოქმედების ვადის გასვლის ან უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემთხვევაში ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახულ თანხას მიმწოდებელი გამოიყენებს მიწოდების მომსახურების საფასურის დასაფარად, ხოლო დარჩენილი დადებითი ნაშთი მომხმარებელს უბრუნდება თავის საბანკო ანგარიშზე, ამ წესების მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო დარიცხვის პერიოდისთვის მომზადებული ქვითრის მიწოდებიდან 10 სამუშაო დღეში. 14. ამ წესების შესაბამისად, ბოლო ალტერნატივის მიწოდების შემთხვევის დადგომისას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი შეისყიდის მომხმარებლის მიერ გამომუშავებულ და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჭარბად მიწოდებულ ელექტროენერგიას ამ მუხლით გათვალისწინებული ფასით და პირობებით. 15. მიმწოდებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე მომხმარებელთა ჯგუფს შორის ურთიერთობის სხვა პირობები განისაზღვრება ამ წესების 31-ე მუხლით. 16. ამ მუხლის მე-12-მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხის/შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის დაბრუნება ხდება მომხმარებლის მიერ მიწოდების ხელშეკრულებით წარდგენილ საბანკო ანგარიშზე. თუ მიწოდების ხელშეკრულებით მომხმარებელს არ აქვს წარდგენილი საბანკო ანგარიში, ქვითარში დადებითი ბალანსის სახით ასახული თანხა მომხმარებელს უბრუნდება მის მიერ საბანკო ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში.“. 12. 451 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 452 მუხლი: „მუხლი 452. ნეტო დარიცხვის დასანერგად განსახორციელებელი ღონისძიებები მიმწოდებლებმა, რომელთაც საჯარო მომსახურების სახით დაკისრებული აქვთ მიწოდების მომსახურების ვალდებულება, აგრეთვე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა, ნეტო დარიცხვის დანერგვის მიზნით, 2025 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყონ ამ დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-8 პუნქტის, მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 452 მუხლისა, ამოქმედდეს 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-8 პუნქტი, მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 452 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები