ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის უნივერსიტეტის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის უნივერსიტეტის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 363
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017005
363
25/07/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
000000000.00.101.017005
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის უნივერსიტეტის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №363

2025 წელი 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

 ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის უნივერსიტეტის I და II შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ


 

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო შესახვევს მიენიჭოს უნივერსიტეტის I და II შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ტყემალაძე