“ინსპექტირების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"

  • Word
“ინსპექტირების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 2-153
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 28/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.009.056
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-153
07/08/2006
სსმ, 104, 07/08/2006
340.010.000.22.032.009.056
“ინსპექტირების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2006 - 25/06/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.009.056

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-153

2006 წლის 7 აგვისტო

 ქ. თბილისი

ინსპექტირების განხორციელების წესებისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ინსპექტირების განხორციელების წესები და პროცედურები დანართთან ერთად.

2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. დაევალოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს (ლ. ორკოშნელი) 2006 წლის 1 სექტემბრამდე დასამ-ტკიცებლად წარმოადგინოს „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შემუშავებული წლიური პროგრამა იმ სურსათის მწარმოებელი საწარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, რომელთაც დადგენილი წესით რეგისტრაცია გაიარეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში და უზრუნველყოს წლიური პროგრამის მონაცემთა განახლება რეგისტრირებულ საწარმოთა რიცხვის ზრდასთან ერთად.

4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

ინსპექტირების განხორციელების წესები და პროცედურები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ინსპექტირების განხორციელების წესები და პროცედურები” შემუშავებულია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ინსპექტირების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.

2. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ინსპექტირება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბაზარზე განთავსებული სურსათი არ შეესაბამება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონისა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ უვნებლობის მოთხოვნებს.

3. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს როგორც გეგმურად, წლიური პროგრამის შესაბამისად, ასევე არაგეგმურად.

4. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე, დასაბუთებული ეჭვის შემთხვევაში, თუ სახეზეა ლაბორატორიული გამოცდის შესაბამისი შედეგი და კანონის საფუძველზე გამოცემული მოსამართლის ბრძანება.

    მუხლი 2. ინსპექტირება

1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ინსპექტირებას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები (შემდგომში – სამსახური), ასევე მათი შესაბამისი საქალაქო ან რაიონული სამმართველოს უფლებამოსილი მოხელე მისთვის შესაბამისი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სამსახურის უფლებამოსილი მოხელე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით ამოწმებს:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების ადგილის, საწარმოს, ოფისების, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიის, სატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკისა და აღჭურვილობის მდგომარეობასა და გამოყენების პირობებს;

ბ) ნედლეულს, ინგრედიენტებს, ნახევარფაბრიკატებს, ტექნოლოგიურ საშუალებებსა და სხვა პროდუქტებს, რომლებიც გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების დასამზადებლად და საწარმოებლად; საბოლოო სასურსათო პროდუქტს/ცხოველის საკვებს, მასალებსა და საგნებს, რომლებიც კონტაქტში შედიან სურსათთან/ცხოველის საკვებთან;

გ) სარეცხ და სადეზინფექციო საშუალებებს, რომლებსაც იყენებენ სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლები თავიანთი ბიზნესის წარმოებისას;

დ) ეტიკეტირებას, რომელიც ხორციელდება მზა პროდუქციის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენით.

3. ინსპექტირებისას უფლებამოსილი მოხელე „ნიმუშის აღების წესის” შესაბამისად იღებს და დასახელებულ საგამოცდო ლაბორატორიას გადასცემს სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშს.

4. ლაბორატორიისთვის ნიმუშის გადაცემა შეიძლება არ მოხდეს, როდესაც სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასებისას დადგენილი ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით გამოვლინდება ამ სურსათის/ცხოველის საკვების გაფუჭების აშკარა ნიშნები (მძაფრი და არასასიამოვნო სუნი, კონსისტენციისა და ფერის შეცვლა, ობით ღრმა და მნიშვნელოვანი დაზიანება და სხვა) და სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანისათვის/ცხოველისათვის საკვებად მიჩნეული იქნება უვარგისად, სამსახურის უფლებამოსილი მოხელის მიერ. აღნიშნულ შემთხვევაში ფორმდება სურსათის/ცხოველის საკვების ორგანოლეპტიკური შეფასების აქტი („ნიმუშის აღების წესის” დანართი №3), ამ სურსათის/ცხოველის საკვების ადამიანთა და ცხოველთა საკვებად უვარგისობის მიზეზების დასაბუთებით. თუ სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი აქტს ეთანხმება, იგი ამას აქტზე ხელმოწერით ადასტურებს. სურსათის/ცხოველის საკვების ადგილზე დათვალიერებისა და ორგანოლეპტიკური შეფასების საფუძველზე მისი ადამიანთა/ცხოველთა საკვებად უვარგისად მიჩნევის შემთხვევაში, თუ დათვალიერებამ და ორგანოლეპტი-კურმა შეფასებამ გამოიწვია სამსახურის უფლებამოსილი მოხელისა და სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორის აზრთა სხვადასხვაობა და აღნიშნულს მოითხოვს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი, სურსათის/ცხოველის საკვების ნიმუშს შეიძლება ჩაუტარდეს ლაბორატორიული გამოკვლევა. ასეთ შემთხვევაში ლაბორატორიული გამოცდის ხარჯებს გაიღებს აღნიშნული სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი/დისტრიბუტორი.

5. სურსათის/ცხოველის საკვების  მწარმებელი/დისტრიბუტორი ვალდებულია ხელი შეუწყოს უფლებამოსილ მოხელეს ინსპექტირების განხორციელებაში და აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება.

6. ინსპექტირებისას უფლებამოსილი მოხელე ადგენს აქტს (დანართი 1), სამ ეგზემპლარად, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) შემოწმების დაწყებისა და დამთავრების თარიღი;

ბ) შემოწმების საფუძველი;

გ) უფლებამოსილი მოხელის გვარი, სახელი და თანამდებობა;

დ) ობიექტის დასახელება, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, ხელმძღვანელის რეკვიზიტები;

ე) შემოწმების შედეგები.

7. აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მწარმოებელს ან მის წარმომადგენელს, რის შესახებაც კეთდება შესაბამისი აღნიშვნა აქტის იმ ეგზემპლარზე, რომელიც ინახება სამსახურში.

    მუხლი 3. ინსპექტირების პერიოდულობა

1. ინსპექტირება ხორციელდება იმ რეგისტრირებულ სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებში, რომელთაც, დადგენილი წესით, რეგისტრაცია გაიარეს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში და რომელთა ინსპექტირება გათვალისწინებულია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე შემუშავებული და დამტკიცებული წლიური პროგრამის შესაბამისად.

2. სამსახურის მიერ სურსათის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება წლიური პროგრამის (გეგმის) შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მოიცავს:

ა) პროგრამის შემუშავების კრიტერიუმებს;

ბ) განსახორციელებელი შემოწმებების რაოდენობასა და ტიპს.

3. სამსახურის უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია მოამზადოს დეტალური ანგარიში ყოველი ჩატარებული ინსპექტირების შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინსპექტირების მიზნებს, ინსპექტირებული საკითხების დეტალებსა და ინსპექტირების შედეგებს, ასევე ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. ინსპექტირება სამსახურმა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ კომპლექსურად სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით, დაუშვებელია ზემოაღნიშნული სფეროების მიხედვით სპეციალიზებული ინსპექტირების ჩატარება.

    მუხლი 4. წლიური ანგარიში

1. სამსახური საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიურ ანგარიშს, რომელიც მოიცავს:

ა) განხორციელებული ინსპექტირების რაოდენობას, ტიპსა და მათ თანაფარდობას დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში;

ბ) გამოვლენილი დარღვევების რაოდენობასა და ტიპს;

გ) აღმოჩენილი დარღვევების საპასუხოდ გატარებულ ზომებს.

2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის წლიურ ანგარიშებს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

ინსპექტირების განხორცილების წესებში და პროცედურებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი 1

 

ინსპექტირების განხორციელების

ა ქ ტ ი №

„-------”--------------------            წ.

 

___________________________                      ____________________________

სურსათის/ცხოველის საკვების დასახელება                  ინსპექტირების ადგილი

___________________________                      ____________________________                                                                                                                                                          

 

საფუძველი: _________________________________________________________________

                                        გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი

__________________________________________________________________________                                                                                                                                               

 

მონაწილე პირები ____________________________________________________________                                                                                         

                                            გვარი, სახელი, თანამდებობა

__________________________________________________________________________

 

__________________________________________________________________________

 

__________________________________________________________________________

 

__________________________________________________________________________

 

__________________________________________________________________________

 

__________________________________________________________________________

 

__________________________________________________________________________

 

სურსათის მწარმოებელი -----------------------------------------------------------------------------

 

__________________________________________________________________________

               სახელი, გვარი, თანამდებობა, მისამართი, ტელეფონი

__________________________________________________________________________

  

__________________________________________________________________________

 

სხვა დამსწრენი ______________________________________________________________

 

__________________________________________________________________________

 

__________________________________________________________________________

 

ინსპექტირება დაიწყო ________________    ინსპექტირება დამთავრდა

                                                      თვე, რიცხვი, საათი

                                                                                            

  ინსპექტირების შინაარსი და ფარგლები:-------------------------------------------------------------

 

____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

შენიშვნა:  ____________________________________________________________________________

 

____________________________________________________________________________

 

აქტის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო

__________________________________________

 

აქტი შედგენილია 3 ეგზემპლარად

 

ხელმოწერები:                           გვარი, სახელი, თანამდებობა

__________________                  _____________________________________  

1. __________________             _____________________________________ 

2. __________________             _____________________________________

3. __________________                  _____________________________________

4. __________________                  _____________________________________

5. __________________                  _____________________________________

 

დამსწრე:

   __________________         __________________________________