დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჩხერის მუნიციპალიტეტის ქორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქორეთში მე-20 ქუჩისათვის ,,მამუკა ქამუშაძის“ სახელის მინიჭების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.130.016013 |
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №26
2025 წლის 25 ივლისი
ქ. საჩხერე
საჩხერის მუნიციპალიტეტის ქორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქორეთში მე-20 ქუჩისათვის „მამუკა ქამუშაძის“ სახელის მინიჭების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
მუხლი 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის ქორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქორეთში მე-20 ქუჩას მიენიჭოს „მამუკა ქამუშაძის“ სახელი თანდართული დანართების შესაბამისად.
მუხლი 2. განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
მუხლი 3. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
მუხლი 4. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
მუხლი 5. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ.საჩხერე დ. აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები