„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 306
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.025198
306
30/07/2025
ვებგვერდი, 31/07/2025
130000000.10.003.025198
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №306

2025 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018772) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს, სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის აქტის საფუძველზე, ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა − 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვის, აგრეთვე ნეშტის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მძიმე დაზიანებისას – 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ბ) ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;“.

2. მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 მუხლი:

მუხლი 19. ამ წესის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს (შემდგომში − დაზვერვის სააგენტო) მოსამსახურეებზე და ამ წესით სამსახურის უფროსისთვის გათვალისწინებული უფლებამოსილებები, თავისი კომპეტენციისა და ბიუჯეტის ფარგლებში, შეიძლება, განახორციელოს დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე