დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სტრატეგიის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.141.016455 |
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სტრატეგიის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების საშუალოვადიანი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სტრატეგია დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურმა საბჭომ მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეებთან ერთად ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სტრატეგიის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა. |
| მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის №17 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30/06/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.141.016452). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების საშუალოვადიანი
|
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სტრატეგია
|
თავი I |
ახალქალაქის მუნიციპალური ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები
|
მუხლი 1
სტრატეგია განსაზღვრავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების ქალთა და ბავშვთა საკითხების პოლიტიკას და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიზნის მისაღწევად პრიორიტეტულ მიმართულებებს. ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა, ბავშვთა და მამაკაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით. სტრატეგია ითვალისწინებს ერთობლივ მიდგომას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის უზრუნველყოფას ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის ქალის და მამაკაცის თნაბარი მონაწილეობისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე განათლების, კულტურის და სოციალური მიმართულებით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მიერ ჩატარებული მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საჭიროებების კვლევის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი მიმართულებები: ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა; გ) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა; დ) სოციალურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა; ე) სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა; ვ) ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა. თავი II სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები
მუხლი 2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ სტრუქტურებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის სამართლებრივ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა ამ მიმართულების პრიორიტეტებია: 1. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა – მოიცავს: ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის 2021 წლების მუნიციპალური გეგმის შეფასებისა და საჭიროებების კვლევის შედეგების საფუძველზე, 2022-2023 წლების ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და საკრებულოს მიერ დამტკიცებას. ბ) ახალი 2022-2023 წლების მუნიციპალური გეგმის განხორციელების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; გ) გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების განსაზღვრას; დ) შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით ახალი 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებას, დამტკიცებასა და განხორციელებას. 2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების სრულყოფა და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა , რომელიც მოიცავს: ა) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს – სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასებას; ბ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს – შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული საჭიროებების შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას; გ) ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს – სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგისათვის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების უზრუნველყოფას; დ) საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალური „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს “ შემადგენლობის გადახედვასა და განახლებას; ე) მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურის საქმიანობის სამართლებრივ ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, საჭიროებების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. ვ) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ მუნიციპალური სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის სამუშაო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას. 3. მუნიციპალიტეტის ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა – მოიცავს: ა) მუნიციპალიტეტის ქალთა, ბავშვთა და მამაკაცთა უფლებების საკითხებზე აუდიტის განხორციელებასა და შეფასების შესაბამის ცვლილებებს მის საქმიანობაში; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განხორიელების პერიოდულობის განისაზღვრას, მეთოდოლოგიის დამტკიცებასა და პასუხისმგებელი უწყების იდენტიფიცირებას; გ) მონიტორინგის შედეგების მართვისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მიწოდების წესის დამტკიცებას. 4. საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტის დანერგვა, რომელიც მოიცავს: ა) ჩატარებული კვლევის შედეგების სრულყოფის მიზნით მეთოდოლოგიით გათვალისწინებული მოსახლეობის ინდივიდუალური გამოკითხვის უზრუნველყოფას; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ მეთოდოლოგიის დამტკიცებას მისი შედეგების განახლებისა და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ასახვის მიზნით; გ) მეთოდოლოგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების იდენტიფიცირებას; დ) იდენტიფიცირებული პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენელ პირთა გადამზადებასა და კვლევის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 5. ქალთა და მამაკაცთა უფლებების ჭრილში სტატისტიკური მონაცემების მართვა, რომელიც მოიცავს: ა) მუნიციპალიტეტის მიერ ქალთა და მამაკაცთა უფლებების ჭრილში სტატისტიკური ინფორმაციის მოკრების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცებას; ბ) ქალთა და მამაკაცთა უფლებების სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას. 6. დროებითი სპეციალური ზომები ქალთა და მამაკაცთა შორის არსებითი თანასწორობის მიღწევის დაჩქარების მიზნით, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აგრეთვე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში – მოიცავს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის სტიმულირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. მუხლი 3. მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა ამ მიმართულების პრიორიტეტებია: ა) ქალთა და მამაკაცთა უფლებების (საჭიროებების) გათვალისწინებით შედგენილი ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს:
ბ) მუნიციპალურ საწარმოებსა და დაწესებულებებში კონტროლის მექანიზმების დახვეწა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი ანტიდისკრიმინაციული ნორმების დაცვაზე და შრომის ანაზღაურების სფეროში ქალთა და მამაკაცთა უფლებების დიფერენციაციის აღმოსაფხვრელად, რომელიც მოიცავს:
გ) ქალთა ეკონომიკურ გაძლიერება, რომელიც მოიცავს:
დ) ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების შესაბამისი საბიუჯეტო უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს:
მუხლი 4. კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა ამ მიმართულების პრიორიტეტებია: ა) კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებსა და სპორტის სფეროში სქესობრივად დაბალანსებული მუნიციპალური პროგრამების დანერგვა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ორივე სქესის წარმომადგენელთათვის, რომელიც მოიცავს:
ბ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესებზე, მათ შორის განსხვავებული სქესის, ასაკობრივი ან/და შესაძლებლობების მქონე ჯგუფების ინტერესებზე მორგებული, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა – მოიცავს
გ) სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა – მოიცავს
მუხლი 5. სოციალურ სფეროში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის უზრუნველყოფა ამ მიმართულების პრიორიტეტია: პრიორიტეტული პროგრამების გათვალისწინება სოციალურ პაკეტში, რომელიც მოიცავს:
მუხლი 6. სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა ამ მიმართულების პრიორიტეტია: პრევენცია და რეაგირების მექანიზმების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
მუხლი 7. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მუნიციპალიტეტი მისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიზნით ეფექტური პროგრამების დაგეგმარებასა და განხორციელებას. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ (საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მუხლი 6 პ.1). ამ მიმართულების პრიორიტეტია: ა) პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს:
ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება, რომელიც მოიცავს:
თავი III სტრატეგიის მონიტორინგი მუხლი 8 სტრატეგიის და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველწლიურად განიხილავს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ და იღებს გადაწყვეტილებებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის დადებითად შეფასების, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ცვლილების შეტანის, ან/და რეკომენდაციების გაცემის შესახებ. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური სსაბჭო, რომელიც საბჭოს სხდომაზე პერიოდულად განიხილავს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები