“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 2-149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.009.054
  • Word
2-149
07/08/2006
სსმ, 104, 07/08/2006
340.050.000.22.032.009.054
“საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ “ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში" დამატებების შეტანის შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.050.000.22.032.009.054

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-149

2006 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში” დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 6 მარტის №2-51 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ყურძნის ღვინოების წარმოების ზოგადი წესებისა და რეგლამენტების შესახებ დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

,,3. აკრძალულია:

ა) წყლის დამატება ,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლში ჩამოთვლილ ყურძნისეულ პროდუქციაზე, გარდა სპირტიანი სასმელებისა;

ბ) სუფრის, მხარის, ადგილწარმოშობის დასახელების, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის რექტიფიცირებული ან სხვა სპირტის დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილ ლიქიორში შემავალი ბრენდის სპირტისა;

გ) ღვინოში (გარდა არომატიზებული ღვინისა) ან ბრენდში მღებავი და არომატული ნივთიერებებისა და ესენციების დამატება;

დ) ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება დადუღებისათვის ან მასში შაქრების მასური წილის კონდიციამდე მიყვანის  მიზნით, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორისა და კუპაჟისათვის საჭირო შაქრის სიროფისა, აგრეთვე სპირტიანი სასმელებისა;

ე) ღვინის ბრენდის დავარგებული სპირტების გარდა სხვა სპირტების გამოყენება ბრენდის დასამზადებლად;

ვ) შაქრის სიროფის (საქაროზა) ხსნარის, გლიცერინის, სპირტის, მღებავი ნივთიერებების, მჟავების, ესენციებისა და /ან სხვა ნივთიერებების კუპაჟირების გზით ხელოვნური ღვინის წარმოება;

ზ) ღვინოპროდუქციაში იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით.

4. ღვინო ამ წესების დარღვევით წარმოებულად ჩაითვლება, თუ მასში:

ა) უშაქრო (დაყვანილი) ექსტრაქტი 15 გ/ლ-ზე ნაკლებია;

ბ) აქროლადი მჟავები 0,12 გ/ლ-ზე ნაკლებია;

გ) შეიცავს ხელოვნურ საღებავს;

დ) ჰიბრიდული დანამატი (მალვიდინდიგლუკოზიდი) 15 მგ/ლ-ზე მეტია;

ე) დიეთილენგლიკოლი 10 მგ/ლ-ზე მეტია;

ვ) ციკლური დიგლიცერინები 0,2 მგ/ლ-ზე მეტია;

ზ) საქაროზა 6 გ/ლ-ზე მეტია;

თ) ორგანული მჟავების სპექტრის ქრომატოგრამა არ არის ტიპური ღვინისათვის;

ი) ღვინის მჟავის, ვაშლმჟავისა და რძემჟავის ჯამური ოდენობა 2 გ/ლ-ზე ნაკლებია.”.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი