„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2025
სარეგისტრაციო კოდი
134
25/07/2025
ვებგვერდი, 05/08/2025
„სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №134

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 „სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №465 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:

1. „სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2025 წლის 25 ივლისიდან 2025 წლის 18 ნოემბრამდე სს „პეისერა ბანკი საქართველომ“ რეალურ გარემოში განახორციელოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით.“.

2. „სს „პეისერა ბანკი საქართველოსთვის“ (ს/ნ: 402204841) საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2022 წლის 17 ნოემბრის Nº465 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი                               ნათელა თურნავა