დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-469 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016919 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2012 წლის 17 აპრილის №2-67 (სსმ, ვებგვერდი, 20/04/2012; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.032.016067) ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს დებულების“: 1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტი; გ) მარკეტინგის დეპარტამენტი; დ) მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია.“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სამეურნეო და ლოჯისტიკის საკითხების უზრუნველყოფა და სააგენტოს ქონების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;“. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი: „ო1) დარგის საინფორმაციო უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებგვერდზე სააგენტოს შესახებ ინფორმაციის და სიახლის განთავსება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია, დარგთან დაკავშირებული სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა;“. 4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მარკეტინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების როგორც შიდა, ისე გარე სამომხმარებლო ბაზარზე ღირსეულად დამკვიდრებისა და დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა; გ) ალკოჰოლიანი სასმელების დეგუსტაციების, კონკურსების და გამოფენების მოწყობა ან/და მათში მონაწილეობის მიღება; დ) მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ე) სხვა ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; ვ) სამომხმარებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევა; ზ) საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დაგეგმვა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა; თ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტის უცხო ენაზე მომზადება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით, სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. 5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისია ახორციელებს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების ჩატარებას.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები