“მავნებელი სურსათის განადგურების წესის დამტკიცების შესახებ"

  • Word
“მავნებელი სურსათის განადგურების წესის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 2-146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 07/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 12/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.22.032.009.051
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-146
07/08/2006
სსმ, 104, 07/08/2006
340.140.000.22.032.009.051
“მავნებელი სურსათის განადგურების წესის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/08/2006 - 03/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.22.032.009.051

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მინისტრის ბრძანება №2-146

2006 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

მავნებელი სურსათის განადგურების წესის დამტკიცების შესახებ

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული მავნებელი სურსათის განადგურების წესი დანართთან ერთად.

2. დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

მავნებელი სურსათის განადგურების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

ეს წესი ადგენს „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მავნებელი სურსათისა და ცხოველის საკვების განადგურების სამართლებრივ საფუძვლებს და არეგულირებს მავნებელი სურსათის და ცხოველის საკვების განადგურების პროცესში მონაწილე პირთა ურთიერთობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სამსახური – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები (შემდგომში – სამსახური);

ბ) მავნებელი სურსათი – სურსათი, რომელიც არ შეესაბამება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ უვნებლობის მოთხოვნებს;

გ) პარტია _ ერთი ტიპისა და დასახელების პროდუქციის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე საწარმოს მიერ, ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთი და იმავე ეტიკეტით;

დ) დენატურაცია _ სურსათის ან ცხოველის საკვების ბუნებრივი თვისებებისა ან/და ქიმიური შედგენილობის შეცვლა ფიზიკურ-ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავს მისი საკვებად გამოყენების შესაძლებლობას.

    მუხლი 3. მავნებელი სურსათისა და ცხოველის საკვების განადგურება

1. მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების განადგურება ხორციელდება შემდეგი მეთოდებით:

ა) დაწვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე;

ბ) დამარხვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე;

გ) ბიოთერმულ ორმოში მოთავსება;

დ) საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვება;

ე) დენატურაცია.

2. თუ მავნებელი სურსათი ან ცხოველის საკვები წარმოადგენს დაავადების აღმოცენების, გავრცელების ან/და გარემოს დაბინძურების წყაროს, მისი განადგურების მეთოდებს, პირობებს და ვადებს განსაზღვრავს სამსახური. ასეთ შემთხვევაში განადგურების ხარჯების ანაზღაურება (მათ შორის, შენახვისა და ტრანსპორტირების) წარმოებს „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევების გარდა, განადგურების მეთოდები, პირობები და ვადები უნდა შეირჩეს მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ სამსახურთან შეთანხმებით.

4. მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების განადგურებაზე გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სამსახური. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების განადგურების მეთოდები, ვადები და პირობები, რაოდენობრივი (წონა/მოცულობა, პარტიის რაოდენობა და ნომერი), სახეობრივი (დასახელება, დამზადების თარიღი და ცვლის ნომერი პარტიების მიხედვით) და შეფუთვა-მარკირების (შეფუთვის ერთეულთა რაოდენობა პარტიების მიხედვით) მონაცემები, რომელთა სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მწარმოებელს/დისტრიბუტორს.

5. მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების განადგურების თაობაზე სამსახურის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მწარმოებელს/დისტრიბუტორს.

6. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების განადგურების შესახებ სავალდებულოა მწარმოებლისათვის/დისტრიბუტორისათვის.

7. მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების განადგურება ხორციელდება მწარმოებლის/დისტრიბუტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მეშვეობით, სამსახურის უფლებამოსილი მოხელის თანდასწრებით. მწარმოებელი/დისტრიბუტორის მიერ დგება განადგურების აქტი ორ ეგზემპლარად, დანართი 1-ის შესაბამისად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამსახურის უფლებამოსილ მოხელეს, ხოლო მეორე ეგზემპლარი მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ ინახება 2 წლის განმავლობაში. განადგურების აქტის მწარმოებლის/დისტრიბუტორის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული ასლები გადაეცემა სხვა დაინტერესებულ პირებს.

8. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების განადგურების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 4. გასანადგურებელი მავნებელი სურსათისა და ცხოველის საკვების შენახვა

1. განადგურებამდე მავნებელი სურსათი ან ცხოველის საკვები უნდა ინახებოდეს სათავსოში/რეზერ­ვუარში, იზოლირებულად, შესაბამისი შენახვის პირობების (ტემპერატურა, ტენიანობა და სხვა) დაცვით. ასეთი პროდუქციის შენახვის პირობების დაცვას უზრუნველყოფს მისი მწარმოებელი/დისტრიბუტორი.

2. მავნებელი სურსათი ან ცხოველის საკვები უნდა აღირიცხოს მწარმოებლის/დისტრიბუტორის მიერ მისი რაოდენობრივი (წონა/მოცულობა, პარტიის რაოდენობა და ნომერი), სახეობრივი (დასახელება, დამზადების თარიღი და ცვლის ნომერი პარტიების მიხედვით) და შეფუთვა-მარკირების (შეფუთვის ერთეულთა რაოდენობა პარტიების მიხედვით) მონაცემების მიხედვით.

3. გასანადგურებელი მავნე სურსათის ან ცხოველის საკვების გადასაზიდად გამოყენებული ტრანსპორტი და სხვა ტექნიკური საშუალებები დაცლის შემდეგ ექვემდებარება სანიტარიულ დამუშავებას.

    მუხლი 5. დავის გადაწყვეტა

მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების განადგურებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი №1

 

მავნებელი სურსათის ან ცხოველის

საკვების განადგურების

ა ქ ტ ი №

 

„--------------------------- წ.

 

____________________________________                   ____________________________

სურსათის ან ცხოველის საკვების დასახელება                განადგურების ადგილი

 

___________________________                                ____________________________

 

 

საფუძველი: ____________________________________________________________________________

გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი

_______________________________________________________________________________________

 

მონაწილე პირები _______________________________________________________________________

                                   გვარი, სახელი, თანამდებობა

 

_________________________________________________________________________________________

 

________________________________________________________________________________________

 

_________________________________________________________________________________________

 

_________________________________________________________________________________________

 

_________________________________________________________________________________________

 

_________________________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

მავნებელი სურსათის ან ცხოველის საკვების თუ მწარმოებელი/დისტრიბუტორი ან/და მისი წარმომადგენელი ____________

 

______________________________________________________________________________________

სახელი, გვარი, თანამდებობა, მისამართი, ტელეფონი

______________________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

სხვა დამსწრენი ________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

განადგურება დაიწყო ___________________          განადგურება დამთავრდა _________________

                                        თვე, რიცხვი, საათი                                                        თვე, რიცხვი, საათი

 

გასანადგურებელი სურსათი ან ცხოველის საკვების რაოდენობა (წონა/მოცულობა, პარტიის რაოდენობა და ნომერი), სახეობა (დასახელება, დამზადების თარიღი და ცვლის ნომერი პარტიების მიხედვით) და შეფუთვა-მარკირება (შეფუთვის ერთეულთა რაოდენობა პარტიების მიხედვით):______________________

 

______________________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

გაუვნებლობის მეთოდი ________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

განადგურების მეთოდი _________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

სატრანსპორტო საშუალება, დამუშავების მეთოდი: ________________________________________

                                                                                       (სახელმწიფო სერია და ნომერი)

______________________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

შენიშვნა: _____________________________________________________________________________

 

______________________________________________________________________________________

 

აქტის შედგენის ადგილი, თარიღი და დრო _________________________________________________

 

აქტი შედგენილია 2 ეგზემპლარად

 

         ხელმოწერები:                                                 გვარი, სახელი, თანამდებობა

 

1.  _____________________                               _____________________________________

2.  _____________________                               _____________________________________

3.  _____________________                               _____________________________________

4.  _____________________                               _____________________________________

5.  _____________________                               _____________________________________

     დამსწრე:

     _____________________                               _____________________________________