„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 28/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 010210060.74.086.016078
78
28/07/2025
ვებგვერდი, 30/07/2025
010210060.74.086.016078
„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
 
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

დადგენილება №78

2025 წლის 28 ივლისი

ქ.თბილისი

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.     
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი გადაწყვეტილების ნორმატიული აქტებისათვის მიკუთვნების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი 6-ით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილების დანართი) 131 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 131.  მოსამართლის სხვა სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის განხილვის წესი

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მოსამართლის განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლის შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხის ინიცირების თაობაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე და „ინტრანეტზე“.

3. განაცხადის წარდგენის უფლება აქვს საერთო სასამართლოების ნებისმიერ მოსამართლეს. განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.

4. თუ მოსამართლე უვადოდ არ არის დანიშნული, იგი კონკურსის გარეშე შესაბამისი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება თავისი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელმძღვანელობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებით.“.

მუხლი 2.     
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანინიკოლოზ მარსაგიშვილი