,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 165, 20/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 02/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.10.003.001.168
  • Word
223
19/11/2008
სსმ, 165, 20/11/2008
010.240.020.10.003.001.168
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №6, მუხლი 71) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

დავით თომაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის სამსახურის უფროსი

რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

ზვიად კუკავა – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

გიორგი გოდაბრელიძეს –       საქართველოს პარლამენტის წევრს

მურთაზ ზოდელავას – საქართველოს პარლამენტის წევრს

პაატა ლეჟავას – საქართველოს პარლამენტის წევრს

გელა ლონდარიძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“.

პრემიერ-მინისტრი     გ. მგალობლიშვილი