„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 28/07/2025
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016380
181
28/07/2025
ვებგვერდი, 30/07/2025
310050000.54.066.016380
„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №181

2025 წლის 28 ივლისი 

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1

„სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს №166 ბრძანებით დამტკიცებულ „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების წესში“ (www.matsne.gov.ge, 04/09/2018 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016140) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინსპექტირების ობიექტის, საჰაერო ხომალდის მდგომარეობის და პერსონალის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, მათთვის შესაბამისი სერტიფიკატის, მოწმობის, ოსტატობის ან დაშვების გაცემამდე;

ბ) სერტიფიცირების პირობებთან და კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებთან მუდმივი შესაბამისობის დადგენის მიზნით;

გ) ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების იმ ღონისძიებების განხორციელების შემოწმების მიზნით, რომელთა შესრულება სავალდებულოა „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 2 მაისის №97 ბრძანების შესაბამისად.

2. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ინსპექტირების ანგარიში დგება და ეგზავნება შესაბამის ინსპექტირების ობიექტს ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

3. მე-7 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებიი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. I დონის ნაკლოვანების შემთხვევაში, სააგენტო ნაკლოვანების სიმძიმიდან გამომდინარე, მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდავს ან შეაჩერებს სერტიფიკატს/საქმიანობის უფლებას ინსპექტირების ობიექტის მიერ ეფექტური გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებამდე ან აუქმებს მას.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ნაკლოვანების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო:

ა) წერილობით შეატყობინებს ინსპექტირების ობიექტს გამოვლენილი ნაკლოვანების შესახებ და მოსთხოვს გამოსასწორებელი ღონისძიებების გატარებას;

ბ) ნაკლოვანების ხასიათიდან გამომდინარე, ადგენს ან ითანხმებს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ინსპექტირების ობიექტმა უნდა გაატაროს გამოსასწორებელი ღონისძიებები;

გ) აფასებს ინსპექტირების ობიექტის მიერ შემოთავაზებულ გამოსასწორებელ ღონისძიებებს და მათი დანერგვის გეგმას, და შენიშვნის არსებობის შემთხვევაში, წერილობით დასაბუთებას წარუდგენს ავიასაწარმოს.

დ) უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

7. სააგენტოსთან შეთანხმებული ან მის მიერ გაგრძელებული პერიოდის განმავლობაში, ინსპექტირების ობიექტის მიერ სააგენტოსათვის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის წარუდგენლობის ან გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილ ვადაში გაუტარებლობის შემთხვევაში:

ა) II დონის ნაკლოვანებას ენიჭება I დონე და სააგენტო ატარებს I დონის ნაკლოვანებისთვის დადგენილ ქმედებებს;

ბ) I დონის ნაკლოვანების შემთხვევაში, სააგენტო შეზღუდავს ან აუქმებს სერტიფიკატს/საქმიანობის უფლებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი