დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 29/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016185 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016001) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის სააგენტოში (შემდგომში – საქვეუწყებო დაწესებულება) პირის სამუშაოდ მიღებასთან, მის სპეციალურ შემოწმებასა და მის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტით, რომელსაც საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი, შეიძლება დადგინდეს ამ წესისგან განსხვავებული წესები.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. საქვეუწყებო დაწესებულების საშტატო ნუსხასა და მასში მომუშავეთა რიცხოვნობას საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით განსაზღვრავს სამსახურის უფროსი.“; ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურში მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება საშტატო განრიგით განსაზღვრული საშტატო ერთეულების მიხედვით, რომელსაც სამსახურებრივი ინსტრუქციის/რეგლამენტის სახით ამტკიცებს სამსახურის უფროსი, ხოლო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – სამსახურის უფროსის თანხმობით, შესაბამისად ამტკიცებენ საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსები. 6. სამსახურის მოსამსახურეებს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს, მათი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში განუსაზღვრავს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი.“. 3. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურეთა განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მოსამსახურის მიერ შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და პროფესიული მომზადების გავლას, რომელშიც ასევე შედის სპეციალური მომზადება-გადამზადება. საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სააგენტო.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის, საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ინიციატივით, სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურე შეიძლება წარგზავნილ იქნეს სხვა სასწავლო/საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მათ შორის, საზღვარგარეთ) სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. 4. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სამსახურში სამუშაოდ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, სამსახურის უფროსის მიერ, ხოლო კომპეტენციის ფარგლებში საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელების მიერ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს: ა) სრული ზოგადი განათლების მქონე პირი: ა.ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიუხედავად, თუ პირს უკვე მინიჭებული ჰქონდა საშუალო ან უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდება ან/და უმცროს ან უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სამხედრო წოდება და გავლილი აქვს ან გაივლის შესაბამის სპეციალურ პროგრამას/კურსს; ა.ბ) ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის განყოფილების უფროსის ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში.“. ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 51) განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ამავე დაწესებულებაში თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, რომელსაც განათლების, პიროვნული და საქმიანი თვისებების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. 5. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს შრომით ხელშეკრულებას უფორმებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე (სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში – ასევე აღნიშნული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი), ხოლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელები. შტატგარეშე მოსამსახურეს შრომითი ხელშეკრულება, როგორც წესი, უფორმდება 6 თვემდე ვადით.“. 6. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ასევე საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია არაუმეტეს 6 თვისა, ხოლო საქვეუწყებო დაწესებულების შემთხვევაში – არაუმეტეს 12 თვისა პირი მიიღოს გამოსაცდელი ვადით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქვეუწყებო დაწესებულებაში გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი ვალდებულია გაიაროს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების პროგრამა/კურსი. პირის სპეციალური მომზადების პროგრამის/კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და ამ პროგრამის/კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხი შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. 7. მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურის სამსახურში მიღება ფორმდება სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; 2. სამსახურში მიღების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) პირის სახელს, მამის სახელს და გვარს; ბ) მოქალაქის პირად ნომერს; გ) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, საქვეუწყებო დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მათში შემავალი შესაბამისი დანაყოფების დასახელებას (სამსახურის დანაყოფების/ქვედანაყოფების დასახელება), რომელშიც მიიღება/ინიშნება პირი; დ) თანამდებობის დასახელებას; ე) ფუნქცია-მოვალეობების აღწერას (დასაშვებია მხოლოდ შტატგარეშე მოსამსახურის შემთხვევაში); ვ) მიღების თარიღს; ზ) თანამდებობის დაკავების ვადას (ამოცანის შესრულების ვადა) – თუ პირი განსაზღვრული ვადით არის მიღებული; თ) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობას – თუ პირი გამოსაცდელი ვადით არის მიღებული; ი) საფუძველს.“. 8. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს სსიპ – შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური) დადებითი სამედიცინო დასკვნისას სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს საკუთარი სურვილით, სამსახურის უფროსის თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე ვადით.“. 9. მე-19 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) პირი სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეს და დამხმარე მოსამსახურეს უფლება აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს იმავე დაწესებულებაში ან სხვაგან, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან წერილობითი შეთანხმებით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.“. 10. 21-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილება ფორმდება სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის, ასევე კომპეტენციის ფარგლებში – საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება უნდა გაეცნოს აღნიშნულ მოსამსახურეს. დასაშვებია ბრძანების გაცნობა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით.“; ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ტოლფასი თანამდებობები განისაზღვრება: ა) საქვეუწყებო დაწესებულების შემთხვევაში – მხოლოდ შესაბამის საქვეუწყებო დაწესებულებაში მოქმედი თანამდებობების ერთმანეთთან მიმართებით; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – მხოლოდ შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მოქმედი თანამდებობების ერთმანეთთან მიმართებით.“. 11. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ასევე კომპეტენციის ფარგლებში საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს, დროებით არმყოფი მოსამსახურის (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოსამსახურის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია: ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს/მოსამსახურეებს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე; ბ) დააკისროს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს (გარდა შტატგარეშე მოსამსახურისა) და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.“. 12. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სამსახურებრივი ურთიერთობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით საქვეუწყებო დაწესებულებაში სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებული წესებისგან განსხვავებული წესები.“. 13. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, სამსახურის უფროსის, მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო კომპეტენციის ფარგლებში საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.“. 14. 29-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან რომელიმე მათგანის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამსახურის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, ასევე ამ წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი), აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში – საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსი.“. 15. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ იქნეს/გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ წესის მე-19 მუხლის მე-3-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ასევე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებში.“. 16. 47-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) კომპეტენციის ფარგლებში საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეებს ანიჭებს მორიგ სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;“; ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოსამსახურეს უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, ხოლო სამსახურის უფროსს − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. ამ წარდგინებისთვის საჭირო ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრს უგზავნის სამსახური.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების უფლებამოსილება აქვს სამსახურის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილეს, ასევე კომპეტენციის ფარგლებში – საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს (მორიგი წოდებები) პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსს, გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა.“. 17. 471 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურის მიერ სხვა სახელმწიფო უწყებაში მიღებული სამხედრო წოდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპის დაცვით უთანაბრდება საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამის სპეციალურ წოდებას და საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეს მიენიჭება საქვეუწყებო დაწესებულების შესაბამისი სპეციალური წოდება. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეებზეც.“. 18. 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნული წოდების მინიჭება ხორციელდება ამ წესის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით.“. 19. 55-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. შვებულების გაფორმება ხორციელდება სამსახურის უფროსის, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 20. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურში, საქვეუწყებო დაწესებულებაში, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან სამსახურის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი. მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე. მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.“. 21. 62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოსამსახურეთა წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესით, ხოლო საქვეუწყებო დაწესებულებაში შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული საქვეუწყებო დაწესებულებაში სამსახურის გავლის წესით .“. 22. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსამსახურეთა გარდა სამსახურის ყველა სხვა მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს, სამსახურიდან დაითხოვს და სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს, ხოლო მათი დროებითი არყოფნის შემთხვევაში მოვალეობას აკისრებს სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სამსახურის უფროსის მოადგილე, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფროსები.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები