დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 130040000.63.075.016186
58
29/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
130040000.63.075.016186
დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №58

2025 წლის 29 ივლისი 

ქ. თბილისი

 

დაზვერვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კა­ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (სარეგისტრაციო კოდი: 130040000.05.001.102684) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს დაზვერვის სააგენტოს დებულება თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიანრი ოხანაშვილი



დაზვერვის სააგენტოს დებულება

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1
დაზვერვის სააგენტო (შემდგომ  სააგენტო) არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ − სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას.
მუხლი 2
თავისი ამოცანების განხორციელებისას სააგენტო წარმოადგენს სახე­ლმწიფოს.
მუხლი 3
სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი­ტუ­ციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხ­მე­ბების, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“, „სადაზვერვო საქ­მი­ანობის შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, ასევე, საქართველოს სხვა საკა­ნონ­­მდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტე­ბის, ამ დებულე­ბი­სა და შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების სა­ფუძველზე.
მუხლი 4
სააგენტო არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა და ეფუ­ძ­ნება ერთმმართველობის პრინციპს.
მუხლი 5
სააგენტო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარი­შვალ­დებულია სამსახურის უფროსისა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
მუხლი 6
სააგენტოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი. სააგენტოს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საუწყებო დროშა და ემბლემა. სააგენტოს იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0178, უცნობ გმირთა ქუჩა №51/53.
მუხლი 7
საკუთარი საქმიანობის კონსპირაციის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს  სტრუქტურულ დანაყოფებს შეუძლიათ გამოიყენონ პირობითი და­სა­ხელება და შესაბამისი რეკვიზიტები (ბეჭედი პირობითი დასახე­ლე­ბით, განსხვავებული საბანკო რეკვიზიტები და სხვ.).
მუხლი 8
დაწესებულია დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურის დღე  – 19 სექტემბერი.

თავი II
სააგენტოს საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანები

მუხლი 9
სააგენტო აწარმოებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, ეკო­ნომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმა­ციულ, ეკო­ლოგიურ სფეროებში, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონა­წი­ლეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.
მუხლი 10
სააგენტოს საქმიანობის სფერო, ძირითადი ფუნქციები და ამო­ცანებია:

ა) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ეროვ­ნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის ხელ­შე­წყობის მიზნით შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-შეგრო­ვე­ბა, დამუშავება, ანალიზი, რეკომენდაციის შემუშავება და გავრცელება (მიწოდება);

ბ) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არსე­ბული და პოტენციური საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვე­ვების განსაზღვრა-გამოვლენა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობა­ლური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუ­შავება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზი­სული სიტუაციის არსებობის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლებისათვის  შესაბამისი შეფასებების და წინადადებების მიწოდება;

დ) უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში საქართ­ვე­ლოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და დაცვისათვის ხელშეწყობის მიზ­ნით,  სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სპეცია­ლუ­რი  ან/და აქტიური სადაზვერვო ღონისძიებების განხორციელება;

ე) საზღვარგარეთის პირობებში საკუთარი ძალების, საშუალებებისა და ოპერაციების, ასევე, საქართველოს დიპლომატიური წარმომა­დგენ­ლო­ბების და საკონსულო დაწესებულებების და მათი საქმიანობის უსაფრთ­ხოე­ბის უზრუნველყოფის მიზნით საგარეო კონტრდაზვერვითი საქმია­ნობის გან­ხორციელება.


თავი III
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

და უფლებამოსილებანი


მუხლი 11
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ და  „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ეროვნული სადაზ­ვერ­ვო პროგრამით, სადაზვერვო საქმიანობის პრიორიტეტებით, ამოცანებითა და დავალებებით.
მუხლი 12
 საკუთარი ფუნქციების განხორციელების და მის წინაშე მდგარი ამო­ცა­ნების გადაწყვეტის მიზნით, სააგენტო:

ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამის, სადაზვერვო საქმიანობის პრიორიტეტებისა და ამოცანების საფ­უძველზე შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;

ბ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში  უზრუნველყოფს აუცილებელი ქვედანაყოფების, აგრეთვე სპეციალური მომზადების, სა­მე­ცნიერო-კვლევით, სამედიცინო-პროფილაქტიკური და სხვა პროფილის დაწესებულებების შექმნას;

გ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრ­თ­ხო­ებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს;

დ) ნებაყოფლობის საფუძველზე ღიად ან კონფიდენციალურად თანამ­შრო­მლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, მოქა­ლა­ქეობის არმქონე პირებთან, ქმნის სადაზვერვო პოზიციებს;

ე) სააგენტოში არსებულ, აგრეთვე, ყველა წყაროდან მოპოვე­ბუ­ლი/მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ქმნის საბოლოო სა­დაზ­­ვერვო ინფორმაციას (სადაზვერვო პროდუქტს);

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღ­მდეგ მიმართული უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენის, აგრე­თვე, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის  ღონისძი­ებე­ბში;

ზ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერ­ატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;

თ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებ­ლო­ბიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგა­ნიზ­ა­ციებს;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზა­ციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც საკუთარ ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო და­წესე­ულებებში;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. თავისი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, ოპე­რა­ტი­ული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმუ­ლობის სისტემების, საინფორმაციო მონაცემთა ბაზების, საკუთარი დოკუ­მენ­ტაციის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა ქონე­ბის უსა­ფ­რთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ოპერა­ტიულ, ოპე­რატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონი­სძი­ებებს;

ლ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით  თანამშრო­მ­ლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;

მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის და/ან იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქ­მია­ნობას;

ო) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს თავისი დოკუ­მენტა­ციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფრვას, მათ შორის, სხვა­დასხვა დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამო­სა­ცნობი ნიშნების გამოყენებით;

პ) საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მათი სამა­რთლებრივი ფორმის მიუხედავად) დებს შესაბამის შეთანხმებებს, სადაზ­ვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე;

ჟ) შეიმუშავებს  სააგენტოს წლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის პრო­ექტებს;

რ) გლობალურ და რეგიონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკ­ი­თხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფ­ლებამოსილებებს.


თავი IV
სააგენტოს უფროსი

მუხლი 13
სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თა­ნამ­დებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 14
სააგენტოს უფროსი:

ა) წარმოადგენს სააგენტოს და ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმია­ნობას;

ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტ­კიცე­ბული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;

გ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუ­ფლების უმაღლესი ორგანოებისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესე­ბუ­ლებებისათვის;

დ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის  კრიპტო­გრა­ფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;

ე) პასუხისმგებელია სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფე­როე­ბში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და კან­ონ­ქვემდებარე აქტების შესრულებაზე;

ვ)  სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, მოსამსახურეთა რიცხოვნობასა და საშტატო ნუსხას დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;

ზ) სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების გა­დაწყვე­ტის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოს­ცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  ბრძანებებს, ასევე კონტროლს უწევს მათ შესრულებას;

თ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების   მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს;

ი) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს;

კ) დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს ფულად სახსრებსა და მატე­რიალურ ფასეულობებს;

ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოებთან, დაწესებუ­ლებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორ­მისა) დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

მ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგე­ნლო­ბებში შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთან­ხმე­ბით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად  მისავლენად წარადგენს დაზვერვის ოფი­­ციალურ წარმომადგენლებს;

ნ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენ­ლო­ბების, საკონსულო დაწესებულებებისა და სხვა ოფიციალური წარმო­მად­გენ­ლობების, მათი პერსონალის, საქმიანობის, უსაფრთხოების უზრუნ­ველ­ყოფისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მიზნით მისავლენად წარადგენს უსაფრ­თხო­ების ოფიცერს;

ო)  სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სადაზვერვო საქ­მ­ია­ნობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებში ნიშნავს დაზ­ვერვის ოფიცერს;

პ) აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს;

ჟ) ხელმძღვანელობს  სააგენტოს სამობილიზაციო მზადყოფნას და საჭი­როების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გა­დაყ­ვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე;

რ)  სააგენტოს მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა;

ს) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებზე გასცემს სამსა­ხურებრივ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძო­ლო იარაღს, აგრეთვე სხვა სპეციალურ საშუალებებს;

ტ) სამსახურის უფროსს განსახილველად წარუდგენს წი­ნა­დადებებს სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

უ) დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას სააგენტოს მოსამსა­ხურ­ეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;

ფ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს, აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში,  ერთჯერადი დახმარების ოდენობას;

ქ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სააგენტოს მოსამსახურეებს;

ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ასაჩუქრებს და/ან აჯილ­დოებს პირებს სააგენტოს წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტი­ური დახმარებისათვის;

ყ)  სააგენტოს უწყებრივი მედლების ფორმასა და მედ­ლებ­ით დაჯილდოების წესს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს;

შ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურ­თიერთობაში;

ჩ) ახორციელებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.


თავი V
სააგენტოს უფროსის მოადგილეები

მუხლი 15
სააგენტოს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე.
მუხლი 16
სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბო­ბიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 17
1. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფ­ლე­ბამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

2. სააგენტოს უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, თუ სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით აღნიშნული მოვალეობის შესრულება არ დაეკისრა სააგენტოს უფროსის სხვა მოადგილეს.


თავი VI
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ამოცანები

მუხლი 18
სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ოპერატიული დირექტორატი – უზრუნველყოფს, სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო დავალებებისა და გეგმების შესაბამისად,  სადაზვერვო-ოპერატიული და საგარეო კონტრდაზვერვით ღონისძიებების განხორციელებას, მათ შორის, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებას, სპეციალური ან/და აქტიური ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) ანალიტიკური დირექტორატი – ახორციელებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, პოტენციური საგარეო საფრთხეების პროგნოზირებას და შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, მონაწილეობს სადაზვერვო საქმიანობის დაგეგმვის პროცესში, აგრეთვე სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;

გ) უსაფრთხოების დირექტორატი − უზრუნველყოფს სააგენტოს საკუთარ უსაფრთხოებას, სააგენტოს უფროსთან შეთანხმებით ახორციელებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის შემოწმებასა და ინსპექტირებას,  ახორციელებს ოპერატიულ საქმიანობას და მონაწილეობს სადაზვერვო-ოპერატიული  ღონისძიებების უზრუნველყოფაში;

დ) ადმინისტრაციული დირექტორატი − ახორციელებს სააგენტოს საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო-სამეურნეო, მატერიალურ უზრუნველყოფას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, საპროტოკოლო ღონისძიებებს, სააგენტოს საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას, უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვასა და საარქივო წარმოებას, მონაწილეობს სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;

ე) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი) – ახორციელებს სააგენტოს, სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებასა და გადამზადებას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და მონაწილეობს სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში;

ვ) ტექნიკური დაზვერვის დირექტორატი – უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შეიმუშავებს და ახორციელებს ტექნიკური უსაფრთხოების ღონისძიებებს როგორც სააგენტოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა დაწესებულებებში, მონაწილეობს სადაზვერვო-ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველყოფაში.