საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი 07/10/1991
დოკუმენტის ტიპი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
სარეგისტრაციო კოდი 000200020.0.0.000209
771
07/10/1991
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 31/10/1991
000200020.0.0.000209
საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №771

1991 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროსთან მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1. საქართველოს რესპუბლიკაში საბაზრო სტრუქტურების ჩამოყალიბების, სამარკეტინგო საქმიანობის გაშლის, ბაზრის კომპლექსური გამოკვლევისა და მისი განვითარების პერსპექტივების შესწავლის მიზნით დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს თხოვნა და შეიქმნას სამინისტროსთან სამეურნეო ანგარიშზე მოქმედი მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სსრ კავშირის ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული სახალხო მოხმარების საქონელზე მოსახლეობის მოთხოვნისა და ვაჭრობის კონიუნქტურის შემსწავლელი საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის ბაზაზე.

2. მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქმიანობა წარიმართოს მეცნიერულ-ტექნიკური სიახლეების, სამომხმარებლო ბაზრის ფორმირებისა და რეგულირების მეცნიერულ-ინფორმაციული უზრუნველყოფის, აგრეთვე მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსების, მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების წყაროების გამოკვლევისა და სხვა ღონისძიებათა და რეკომენდაციათა შემუშავებისათვის.

3. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდეს სახელშეკრულებო ურთიერთობათა საფუძველზე.

4. საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტრომ დაამტკიცოს მარკეტინგის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდება.

 

საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრი                                                                ბ. გუგუშვილი

 

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

კანცელარიის მმართველი                                                             ა. ლანდია