„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი № 1-1/284
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016921
№ 1-1/284
25/07/2025
ვებგვერდი, 29/07/2025
040030000.22.024.016921
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება  №1-1/284

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის 1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს; ასევე, უფლებამოსილია მინისტრთან შეთანხმებით სააგენტოში დასაქმებულ პირებზე დააწესოს დანამატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს შესაბამისი საბიუჯეტო წლის ბოლომდე) საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების, სააგენტოს დირექტორის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, იმ სამუშაოს შესრულებისათვის, რაც სცდება დასაქმებული პირის უშუალო მოვალეობას, თუმცა პირდაპირ არის დაკავშირებული სააგენტოს ან/და სამინისტროს საქმიანობის მიზნებთან და ამოცანებთან, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან/და მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სააგენტოსა ან/და სამინისტროს საქმიანობასთან;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია 8 დეპარტამენტი, 3 სამსახური და 2 სამმართველო.“;

ბ) მე-5 - მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სააგენტოში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების და დონორთა კოორდინაციის სამსახური;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური;

გ) ციფრული განვითარების სამსახური.

6. სააგენტოში ფუნქციონირებს შემდეგი სამმართველოები:

ა) იურიდიული სამმართველო;

ბ) მომსახურების ცენტრი (სამმართველო). 

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სამსახურები ექვემდებარება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ კურატორ მოადგილეს.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამმართველო შედის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში და ექვემდებარება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამმართველო შედის მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტში და ექვემდებარება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) სააგენტოში დასაქმებულ პირთა ბაზების ადმინისტრირება;“;

ბ) მე-12 - მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ციფრული განვითარების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების შემუშავება/შექმნა და მათი გაუმჯობესება/განახლება;

ბ) სააგენტოს ვებგვერდების, შიდა და გარე სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა, მონაცემთა მართვა, აღდგენა და შესაბამისი მოდულების დანერგვა;

გ) ვებგვერდებთან და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) სააგენტოს ციფრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

13. იურიდიული სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

გ) სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან (მათ შორის მოქალაქეებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან) ურთიერთობებში;

დ) საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება;

ვ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში როგორც მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე ბენეფიციარებთან დასადები ხელშეკრულებების/შეთანხმებების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

ზ) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, მემორანდუმების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) მომზადება.“;

გ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ამოცანები და ფუნქციებია:

ა) დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვა) კონსულტაციის გაწევა;

ბ) დაინტერესებული პირების მხრიდან შესაბამის მომართვაზე ინფორმაციის მოძიება და მიწოდება; 

გ) სატელეფონო გამოკითხვების განხორციელება;

დ) გაწეული კონსულტაციების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება;

ე) სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე შემოსული კორესპონდენციის მართვა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიმარიამ ქვრივიშვილი