დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016181 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016013) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1 ) კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლის და ამზადებს მასალებს სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (შემდგომში – საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მოსამსახურეთა, აგრეთვე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (შემდგომში – საქვეუწყებო დაწესებულება) მოსამსახურეთა (საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი, პირველი მოადგილე, მოადგილე) მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №1 ბრძანების ან საქართველოს სხვა კანონმდებლობის შესაბამისად. ;“; ბ) „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ1) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შემუშავების პროცესს. აწარმოებს საშტატო ერთეულთა რიცხოვნობის აღრიცხვას, აკონტროლებს მათ მოძრაობას;“; გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სამსახურის თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი დეკლარაციების სსიპ – ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენას;“; დ) „ფ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ1) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქვეუწყებო დაწესებულების საკადრო საქმიანობას, ასევე, ასეთი საქმიანობისას კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესრულების კონტროლს. განსაზღვრულ ვადაში იღებს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელ ნებისმიერ ინფორმაციას.“. 2. მე-9 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სსიპ – ანტიკორუფციული ბიუროდან შემოსულ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შესავსებად საჭირო კონფიდენციალური ინფორმაციის შემცველი წერილის ადრესატისთვის გადაცემას;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები