დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016183 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №8 ბრძანებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016008) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში (შემდგომში – სამსახურის სისტემა) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სამსახურის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელება სამსახურის უფროსთან შეთანხმებით;“. 2. მე-3 მუხლის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გენერალური ინსპექციის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე აღნიშნული ამოცანების შესრულებისთვის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო საქმიანობის განმახორციელებელი ქვედანაყოფების შესაძლებლობების გამოყენება; ბ) სამსახურის სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობის (მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო) შემოწმება არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის მიზნით;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურასა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამსახურის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მოპოვებული მასალების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად საქართველოს პროკურატურისთვის დადგენილი წესით გადაგზავნა;“. 3. მე-8 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომპეტენციის ფარგლებში, გატარებული მუშაობის შედეგების მიხედვით, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის კონკრეტული მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამსახურის უფროსის ბრძანებებით დადგენილი წესით, ახორციელებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ წარმოებული საქმიანობის, მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ოპერატიული ხარჯების ინსპექტირებას;“; გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მონაწილეობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, რომლებიც არეგულირებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ ოპერატიულ-სამძებრო, კონტრდაზვერვითი და სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების, აგრეთვე აღნიშნული საქმიანობის დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვის წესს;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები