დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016184 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №6 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016006) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი: „11. სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - დაზვერვის სააგენტოში (შემდგომში – საქვეუწყებო დაწესებულება) მოსამსახურის წახალისებასთან და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქვეუწყებო დაწესებულებაში სამსახურის გავლის წესის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტით, რომელსაც საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“; 2. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ2“ ქვეპუნქტი: „ბ2) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, კომპეტენციის ფარგლებში.“; ბ) მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი: „111. საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, უშუალო უფროსები მიუთითებენ მის ქმედებაში არსებულ დარღვევებზე და იღებენ ზომებს არამართლზომიერი ქმედების დაუყოვნებლივ აღსაკვეთად. საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსები აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობებენ საქვეუწყებო დაწესებულების უფროსს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი აფასებს გამოვლენილი დარღვევის ხასიათსა და სიმძიმეს, მომხდართან დაკავშირებულ გარემოებებს და იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურის მიმართ სამსახურებრივი შემოწმების (დისციპლინური წარმოების) დაწყების შესახებ. დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საქვეუწყებო დაწესებულების უსაფრთხოების დირექტორატი.“; გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. სამსახურის უფროსი, ხოლო კომპეტენციის ფარგლებში აგრეთვე საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია, გამონაკლის შემთხვევებში, დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.“; 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოსამსახურემ გამოავლინა განსაკუთრებული დამსახურება და არსებობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ან, კომპეტენციის ფარგლებში, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილება.“; 4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, კომპეტენციის ფარგლებში.“; დ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ საქვეუწყებო დაწესებულებაში ამ ბრძანებით გათვალისწინებული ამოცანები შეიძლება განახორციელოს სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.“. 5. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული ცხრილის (იმ პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ მოსამსახურეთა წახალისების უფლება) 21 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ქვეპუნქტი:
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები