„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/07/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017593
64
25/07/2025
ვებგვერდი, 28/07/2025
140130000.22.034.017593
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №64

2025 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2016, 140130000.22.034.016557) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულების (დანართი №1) მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი):

კ.ა) თუ მოსათავსებელ/მოთავსებულ პირს სხეულზე აღენიშნება ახლად მიღებული დაზიანება;

კ.ბ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ;

კ.გ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

კ.დ) მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ;

კ.ე) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა/გარდაცვალება და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა იზოლატორში ანდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის (დანართი №2):

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სხვა მოთავსებული პირებისგან განცალკევებით თავსდებიან საქართველოს სასამართლოს, სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. აღნიშნული წესი ვრცელდება მითითებული უწყებების ყოფილ თანამშრომლებზეც.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო მუშაკი დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ატყობინებს საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), ასევე ინფორმაციას აწვდის იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი პირის მიმართ:

ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ;

ბ) განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

გ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ.“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსათავსებელი პირის მიმართ ამ ბრძანების №1 დანართის მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ამავე დანართით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი);“;

გ) მე-16 მუხლის 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამედიცინო მუშაკი დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ატყობინებს საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი), ასევე ინფორმაციას აწვდის იზოლატორის უფროსს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოთავსებული პირის მიმართ:

ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ;

ბ) განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

გ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ.

32. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოთავსებული პირის მიმართ ამ ბრძანების №1 დანართის მე-7 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ამავე დანართით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).“;

დ) მე-19 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. იზოლატორში მოთავსებულ პირთან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით იზოლატორის საგამოძიებო ოთახში დაიშვებიან საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილი თანამშრომლები, მათი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“;

ე) მე-20 მუხლის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა1) იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის გამოძიების მიზნით − საქართველოს პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილ პირებს;“;

ვ) 23-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. იზოლატორს ეკრძალება, შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, პროკურორის, საქართველოს გენერალური პროკურორის სახელზე გაგზავნილი მოთავსებული პირის განცხადება და საჩივარი, აგრეთვე ასეთი პირებისაგან მიღებული წერილები.

8. მოთავსებული პირი სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი), საქართველოს პროკურატურის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტელეფონით. თუ პირი სარგებლობს ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით, იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს საუბრის კონფიდენციალობის დაცვა.“;

ზ) 29-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოთავსებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს პროკურატურას, საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს, აგრეთვე სამინისტროს გენერალურ ინსპექციას (დეპარტამენტი).“;

თ) 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადრესატი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საქართველოს პროკურატურას, პირველივე შესაძლებლობისთანავე, წერილობით უგზავნის შეტყობინებას, თუ საჩივარი შეიცავს ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის მიმართ:

ა) წამების, წამების მუქარის, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ჩადენის შესახებ;

ბ) განმარტების/ჩვენების მიცემის შესაძლო იძულების შესახებ;

გ) ძალადობით ან იარაღის გამოყენებით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ;

დ) სხვა დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, რომელმაც გამოიწვია იზოლატორში მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სიცოცხლის მოსპობა/გარდაცვალება და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა იზოლატორში ანდა ნებისმიერ ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე